
აიტანა ბონმატი და როდრი საუკეთესოები, ქართველი ფეხბურთელი კი, ზედიზედ მეორე წელია, წლის მთავარი საფეხბურთო ჯილდოს ნომინანტებს შორის არიან. ამჯერად, სრულიად საქართველო გიორგი მამარდაშვილს ქომაგობდა, რომელიც პარიზში გამართულ ცერემონიაზე ფეხმძიმე მეუღლესთან, ელენესთან ერთად გამოჩნდა.
პარიზში 2024 წლის „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შატლის თეატრში რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელეს.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, როგორც მოსალოდნელი იყო, „ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი, ლამინე იამალი გახდა.
წლის საუკეთესო ქალთა გუნდად „ბარსელონა", მამაკაცთა კი - მადრიდის „რეალი" დასახელდა.
წლის საუკეთესო ქალთა მწვრთნელი აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ემა ჰეიესი გახდა, ხოლო მამაკაცთა გუნდის საუკეთესო დამრიგებელი, მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტია.
გერდ მიულერის ჯილდო ჰარი კეინიმ და კილიამ მბაპემ გაიყვეს.
აღსანიშნავია, რომ დაჯოლდოების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქროს ბურთი არა ვინისიუს ჯუნიორმა, არამედ „მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, როდრიმ მოიგო. მადრიდელები კი, სავარაუდოა, რომ პროტესტის ნიშნად პარიზში არ ჩავიდნენ, შესაბამისად, დაჯილდოებას „რეალის" არცერთი წარმომადგენელი ესწრებოდა.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ლევ იაშინის ჯილდოზე, სადაც წარდგენილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იყო, ზედიზედ მეორედ, არგენტინისა და „ასტონ ვილას" გოლკიპერმა, ემილიანო მარტინესმა მოიგო. „მამარდამ" კი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ოქროს ბურთი და სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნომინაცია ზედიზედ მეორედ, „ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, აიტანა ბონმატიმ მოიგო.
მამაკაცთა შორის კი, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო „მანჩესტერ სიტისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, როდრის გადაეცა.
ფოტო: credıt @2024 Ballon d'Or / @UEFA EURO 2024 #BallondOr





ჩვენ







