საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნოემბრის მატჩის ბილეთები ჯერ კიდევ არის
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნოემბრის მატჩის ბილეთები ჯერ კიდევ არის
29.10.2024
ავტორი: TSFF.Ge

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თითქმის ერთი თვეა დარჩენილი და ქართული სპორტის გულშემატკივარსაც დიდი დრო აქვს ჩამოსაყალიბებლად წავიდეს თუ არა კალათბურთში, ფიბა-ს „ევრობასკეტი 2025"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა საშინაო შეხვედრაზე და 2024 წლის ბოლო საშინაო შეხვედრაზე, რომელიც 24 ნოებერს, თბილისი არენაზე გაიმართება, ფიბა-მ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ერთად, უკვე ერთი კვირაა დაიწყო საქართველოსა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბილეთების ელექტრონული შეძენისას მარტივად შესაძლებელია დააკვირდე, რამდენად „ივსება" დარბაზი, დღევანდელი მოცემულობით ჩანს, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს, ამ ეტაპზე ცარიელ დარბაზში უწევს თამაში. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ ამავე დღეს, თბილისში, ბორჯღალოსნებიც თამაშობენ და ტონგას უპირისპირდებიან. დილემის წინაშე აღმოჩენილი ქართველი გულშემატკივარი, რომელ ნაკრებს უქომაგოს, კიდევ ერთი დილემის წინაშე დგება და ეს ბილეთის ფასია.

 


ბილეთების ფასი, რომელთა ონლაინ გაყიდვაც 22 ოქტომბრიდან დაიწყო, 40 ლარიდან 110 ლარამდე მერყეობს და როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური სოციალური ქსელი იტყობინება, „ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე". კატეგორიების მიხედვით, მეორე იარუსის ბილეთების ფასი შეადგენს 40 და 60 ლარს, ხოლო პირველი იარუსის ბილეთების შეძენა 75 და 110 ლარად არის შესაძლებელი. ასევე, კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გულშემატკივრისთვის სასახლეში შესასვლელი კარი 17:00 საათიდან გაიხსნება.


თამაში, რომელიც თბილისის დროით, 24 ნოემბერს, 18:50 საათიდან დაიწყება, საზოგადოებრივი მაუწყებლითაც იქნება ტრანსლირებული.