31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ნოემბრის საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება
31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ნოემბრის საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება
29.10.2024
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდმა დღეს, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ნოემბრის თამაშების ბილეთების გაყიდვის დასაწყისი დააანონსა.

მოგეხსენებთ, ნოემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრას გამართავს. საშინაოს  ბათუმში,  16 ნოემბერს, როდესაც აჭარაბეთ არენაზე უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება და შემდეგ, 19 ნოემბერს, ჩეხეთის პატარა ქალაქ ოლომოუცში, სადაც ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდი მასპინძელ ჩეხეთს შეხვდება.


სფფ-ს ცნობით, საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია  31 ოქტომბერს, 12:00 საათზე  დაიწყება. ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.


ერთი დღის გვიან, 1 ნოემბერს, ასევე 12:00 საათიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა საქართველოს ნაკრების გასვლით თამაშზე დასასწრებად. შეხვედრის ბილეთების ფასი, რომელიც 19 ნოემბერს ჩეხურ ოლომოუცში გაიმართება 13 ევროს ეკვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.


ეროვნული ნაკრების საშინაო შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 15 ნოემბერს, თბილისი, კერძოდ კი, მიხეილ მესხზე, ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ ფლეი-ოფში რამაზ სვანაძის 21-წლამდეთ ნაკრები ხორვატიას უმასპინძლებს. ამ მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 10, 20 და 30 ლარად ქართველ ქომაგებს 1 ნოემბრიდან ონლაინ შეეძლებათ. თბილისში დამაჯერებელი გამარჯვება, ქართველ ახალგაზრდებს საპასუხო მატჩის წინ კარგ სამსახურს გაუწევს, ასე, რომ გულშემატკივარს მოვუწოდებთ, ახალგაზრდულ ნაკრებსაც არ მოაკლონ მხარდაჭერა.  აქვე გეტყვით, რომ საპასუხო ფლეი-ოფი, 19 ნოემბერს, ხორვატიაში, ზაგრებიდან საკმაოდ მოშორებულ ზღვისპირა ქალაქ რიეკაში ჩატარდება.