
თოკო
ევროლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი დათმო თორნიკე შენგელიას ვირტუსმა, რომელიც იტალიურ დერბიში ოლიმპიას მილანში შეხვდა. პირველი ტაიმიცა და მთლიანად მატჩიც ბოლონიელებმა 9 ქულით დათმეს. ვირტუსს ვერ უშველა შენგელიას შედეგიანმა თამაშმა და საბოლოოდ 90-99 დამარცხდა.
პირველი ტაიმის 35-44 წაგების შემდეგ ვირტუსმა მესამე პერიოდი საოცრად დაიწყო ერთი ხანობა 6 ქულითაც იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მეოთე მეოთხედს მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით შეხვდა 67-66. მილანომ ბოლო მეოთხედში 33-23 გაიმარჯვა და მატჩიც მოიგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ორივე გუნშის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელია მოედანზე 33:41 წუთის განმავლობაში იყო, რა დროშიც 25 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
ვირტუსს 1 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. შენგელიას გუნდს ევროლიგის მომდევნო ტურში თელ ავივის მაკაბისთან საშინაო მატჩი ელის.
მამუ
სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში სან ანტონიოში. ტეხაურi კლუბი სტუმრად იუტას შეხვდა და სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა 106-88.
ამ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მამუკელაშვილმა მოედანზე 10:40 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 10 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ქართველმა ფორვარდმა მე-2 და მე-4 პერიოდებში ითამაშა.
25 ქულით „სან ანტონიოს" რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, 19 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა ვეტერან გამთამაშებელ კრის პოლს.
ტეხასურ გუნდს 2 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.
დუდა
ფიბა ევროპის თასზე მორიგი მატჩი გამართა და ისევ დამარცხდა კვიპროსის ანორთოსისი, რომლის ღირსებასაც დუდა სანაძე იცავს. კვიპროსული გუნდი სლოვაკეთში ლევიცეს შეხვდა და უშანსოდ 68-100 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 17:05 წუთი გაატარა და შეხვედრა 8 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. დუდამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ანორთოსისში საუკეთესოები ჯორდან უილიამსი (11 ულა, 8 მოხსნა) და კენტუან სმიტი (12 ქულა, 7 მოხსნა) გახდნენ.
4 მატჩიდან მოგების გარეშე და ბოლო ადგილზეა ანორთოსისი, რომელიც მომდევნო მატჩს 6 ნოენბერს, შინ თურქულ ბურსასფორს შეხვდება.





ჩვენ







