
ხვალ, 8 ნოემბერს, ვილი სანიოლი და ალექსანდრე იაშვილის, უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს თამაშების წინ თბილისურ პრეს-კონფერენციას გამართავენ. ამის შემდეგ, ეროვნული ნაკრების ოფიციალური შეხვედრები მედიასთან ბათუმსა და პოზნანში გაიმართება. მანამდე კი, დღეს, სფფ-ის სანაკრებო გვერდმა ნოემბრის სანაკრებო ფანჯრისთვის გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. საქართველოს სამწვრთნელო შტაბის განკარგულებში 23 ფეხბურთელი იქნება.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია" არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი); დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი", ირანი), სოლომონ კვერკველია („დინამო თბილისი"), ლაშა დვალი („აპოელი", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი", დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი", იტალია); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა", უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი" კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა", ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", აშშ), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონის ოლიმპიკი", საფრანგეთი).

ნოემბრის თამაშებისთვის სანიოლიმ შემადგენლობაში დააბრუნა ნიკა კვეკვესკირი და საბა ლობჟანიძე, ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ანრი მექვაბიშვილიც. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს, თუმცა, ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ამ ეტაპზე სანაკრებო განაცხადს მიღმა დარჩნენ შოთა ნონიკაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი და გიორგი გულიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. ვილი სანიოლის გუნდი მატჩებისთვის მზადებას 11 ნოემბრიდან, საგურამოში დაიწყებს, მოგვიანებით კი, ბათუმში გადაინაცვლებს.





ჩვენ







