შენგელიას 12 ქულა, 7 მოხსნა და ვირტუსის გამარჯვება ტორტონასთან
შენგელიას 12 ქულა, 7 მოხსნა და ვირტუსის გამარჯვება ტორტონასთან
07.11.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

იტალიის სერია A-ში მე-5 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც თორნიკე შენგელიამ მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფორვარდის ვირტუსმა ბოლონიაში ტორტონას უმასპინძლა და დააბულ ბრძოლაში  85-81 დაამარცხა. 

თორნიკე შენგელიამ მატჩი 12 ქულით, 7 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ პარკეტზე 24 წუთი გაატარა. ვირტუსს მეტ მორგანმა ულიდერა. ამერიკელმა კალათბურთელმა 20 წუთში 16 ქულა დააგროვა.


ვირტუსი სერია A-ს ტრენტოსთან ერთად ლიდერობს, რომელსაც ასევე ზედიზედ 6 მოგება დაუგროვდა. შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ვარეზეს ესტუმრება. მატჩი 10 ნოემბერს გაიმართება.