
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ცვლილებაა. რამდენიმე წუთის წინ, სანაკრებო გვერდმა, ოფიციალურად გვამცნო, რომ საბა გოგლიჩიძის ნაცვლად ვილი სანიოლმა ნაკრებში „დინამო თბილისის" ფეხბურთელი, ალექსანდრე კალანდაძე გამოიძახა. სხვათა შორის, სანიოლიმ რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე, როდესაც საუბარი ქართული დაცვის ხაზის ირგვლივ წარიმართა კალანდაძის გვარიც ახსენა, როგორც ფეხბურთელის, რომელსაც რამდენჯერმე ნაკრებში თამაშის საშუალება მისცა.
რაც შეეხება გოგლიჩიძეს, „ემპოლის" ფეხბურთელი, ამავე წყაროს ინფორმაციით, სერია A-ს მე-12 ტურში, „ლეჩესთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო, ვერ დაეხმარება. ახალგაზრდა ქართველი მცველი თბილისში იმყოფება. სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ კი გადაწყდა, რომ საბა გოგლიჩიძე, მომდევნო ორი მატჩის განაცხადში ვერ იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 11 ნოემბერს დაიწყებს. გუნდი საგურამოში შეიკრიბება. უშუალოდ 16 ნოემბრის მატჩისთვის კი, ოდნავ მოგვიანებით, ბათუმში გადაინაცვლებს და იქ, ბოლო ფანჯრის პირველ შეხვედრაში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.





ჩვენ







