
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის შესარჩევი ეტაპის მეორე თმაშიც წააგო. ამჯერად, თბილისში, თბილისი არენაზე, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ხუთი ბურთით და შეიძლება ითქვას, ჯგუფის ერთპიროვნულ ფავორიტთან ისლანდიის ნაკრებთან.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებების შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თუმცა, როდესაც ანგარიში 6-6 იყო, საქართველოს ნაკრებს წინ გასვლის შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა, ტიტე კალანდაძის გუნდმა ტაიმი ერთი ბურთით 13-14 წააგო. ამ ტაიმში განსაკუთრებით, ყველაზე საინტერესო ის გარემოება იყო, რომ გუნდის ლიდერს, გიორგი ცხოვრებაძეს, 7 მცდელობიდან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მეტოქის კარი აღებული. პირველ ნახევარში კი, ქართული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი დიხამინჯია იყო, 6 მცდელობიდან გატანილი 5 გოლით აქტივში.
სხვათა შორის, დიხამინჯია, შეხვედრის მეორე ნახევარშიც გამორჩეული იყო ქართველთა გუნდში. სტუმრებმა კი, მეორე ტაიმაში, პირველი წუთებიდან დაიწყეს უპირატესობის გაზრდა და ძირითადად 5 ბურთიანი შუალედის „დაჭერაც" მოახერხეს. ჰქონდათ შეცდომებიც, ისევე როგორც ჩვენ, რომლებსაც ჩვენ ვერ ვიყენებდით, მოწინააღმდეგე კი, სწორედ, ამ შეცდომებით ხეირობდა. აღსანიშნავია, რომ ცხოვრებაძემ, მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოსკენ დაიწყო მისგან დაჩვეული და ლამაზი გოლების გატანა და საბოლოოდ, 5 გოლი მოაგროვა. თუმცა, კვლავ ვიმეორებთ, ეს გორგისგან გვეცოტავა. რაც შეეხება ყველაზე შედეგიანი, ამ შეხვედრაში გიორგი დიხამინჯია იყო, 9 გატანილი გოლით, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.
სხვათა შორის დღევანდელ თამაშში, ტიტე კალანდაძემ ორივე მეკარეს მისცა სათამაშო დრო, ზურაბ ცინცაძეს 9, დავით ნიქაბაძეს კი, 6 „სეივი" ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ, 25-30 წააგო (მატჩის სტატისტიკა) და ახლა ჯერ-ჯერობით სატურნირო ცხრილში, ბოლო ადგილზეა. თუმცა, ქართველთა გუნდს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გასვლის და მეორე ადგილით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ფოტო
სტატია რედაქტირებულია 23:30 საათზე





ჩვენ







