
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს, ევროპის მომავალი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაზე A ლიგაში იასპარეზოს და რატომაც არა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურიც მიპოვოს. სალომე ხუბულურის გაწვრთნილმა გუნდმა, ამისათვის თავი არ დაზოგა და 17-წლამდე გოგონათა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის დებულების თანახმად, A ლიგის საგზურს B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. გახდება თუ არა ქართული გუნდი ის საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, უკვე ჩვენგან დამოუკიდებლად 19 ნოემბერს გაირკვევა, როდესაც ასპარეზობები B2 ჯგუფშიც დასრულდება. თანაბრად დაგროვებული ქულების შეთხვევაში საუკეთესო გუნდს გოლების რაოდენობა გადაწყვეტს. ამ ეტაპზე ქართულ გუნდ 7 გოლი აქვს გატანილი და 5 მიღებული.
„ჯერჯერობით ეს ქულები გვყოფნის რადგან მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ კიდევ ერთ ჯგუფს ჯერ არ დაუწყია ასპარეზობა და ამ ჯგუფის თამაშების დასასრულს უნდა დაველოდოთ", - ამბობს სალომე ხუბულური, რომელიც თავის გუნდთან ერთად ძალიან ახლოსაა ერთი ლიგით დაწინაურდეს.
ჯგუფის ბოლო შეხვედრა დღეს, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქართველოს 17-წლამდე B ლიგის პირველი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ლატვიის ნაკრები 5-2 დაამარცხა, თუმცა, ალბათ, კიდევ ერთი გაცუდებული პენალტიც რომ ზუსტი ყოფილიყო, უფრო დიდი სხვაობითაც მოვიგებდით. ასეა თუ ისე, დღევანდელ შეხვედრაში ხუთი გოლი ერთო ფეხბურთელის ანანო წიქარიძის ანგარიშზე მოდი . ქართველმა გოგონამ, პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიტანა. ტაიმისთვის დამატებულ დროში დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში, ჰეთ-თრიქის შემდეგ, ცოტა დაისვენა და მატჩისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში, ერთწუთიან მონაკვეთში კიდევ ორი გოლი (90'+2, 90'+3).
კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც ქართველმა გოგონებმა გაიმარჯვეს 8 ნოემბერს ჩატარდა. ჩვენებმა მონტენეგროს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს 2-1 სძლიეს. იმ შეხვედრაში, ანგარიში 38-ე წუთზე მონტენეგროს ნაკრებმა გახსნა. ჩვენმა გუნდმა წონასწორობა 56-ე წუთზე, სოფი ხელაშვილის გოლით აღადგინა. გამარჯვების გოლი, 95-ე წუთზე, ლოლიტა კალოიანმა, ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით გაიტანა.
რაც შეეხება B1 ჯგუფის პირველ შეხვედრას, სალომე ხუბულურის გუნდი ჯგუფის მასპინძელ სლოვაკეთს შეხვდა და 2-0 დამარცხდა.
და ბოლოს, ჯგუფს, რომლის სატურნირო ცხრილზეც საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებია დამოკიდებული თამაშები 13-19 ნოემბრის ჩათვლით აქვთ და იქ, საუკეთესო პირველი და მეორე ადგილებისთვის მალტის, რუმინეთის, მოლდოვასა და უკრაინის ნაკრებები იბრძოლებენ.





ჩვენ







