
სფფ-ის ოფიციალური გვერდის ცნობით, ზეგ საქართველოში ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ჩამოვა. მასთან ერთად, თბილისს სხვა მაღალჩინოსნები ეწვევიან, მათ შორის, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი ეწვევიან.
როგორც ფედერაციის ვებ-გვერდი იტყობინება, ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, შეხვედრას გამართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან. ასევე, დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა, მათ შორის, ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დათვალიერება, რომელიც ფიფას თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სტუმრები ასევე ეწვევიან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს, საქართველოს ამ რანგის საფეხბურთო დელეგაცია 2008 წელს სტუმრობდა. ინფანტინო თბილისში იყო, 2015 წელსაც, როდესაც „დინამო არენამ" უეფა-ს სუპერ თასს უმასპინძლა, თუმცა ეს, მისი ფიფა-ს პრეზიდენტად არჩევამდე იყო.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი დღე გასტანს ფიფა-ს პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში. ჩვენი გვერდი შეეცდება, უფრო მეტი დეტალი, კონკრეტულად ინფანტინოს ვიზიტის ფარგლებში დროს გაგაცნოთ.





ჩვენ







