„ქუთაისი 2010“-მა ბოლო მატჩი მოიგო, თუმცა, ევროტურნირს გამოეთიშა
„ქუთაისი 2010“-მა ბოლო მატჩი მოიგო, თუმცა, ევროტურნირს გამოეთიშა
13.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა „ქუთაისი 2010"-მე სადებიუტო ევროტურნირზე გამოსვლა დაასრულა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა კალათბურთში, საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, ბულგარული „ბალკანი" ოვერტაიმში ერთ ქულით 93-92 (მატჩის სტატისტიკა )დაამარცხა.

საინტერესოა, რომ „ბალკანმა", რომელიც ერთადერთი გუნდი იყო ჯგუფში, რომელსაც ყველა თამაში წაგებული ჰქონდა, აქტიურად დაიწყო და პირველი მეოთხედი 22-28 მოიგო.  მეორე მეოთხედში ქუთაისელებმა მოახერხეს გამარჯვება 26-19 და საბოლოოდ, დიდ შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდნენ. შეხვედრის ამ მონაკვეთში, მარგი ქმედების კოეფიციენტის თვალსაზრისით ყველაზე კარგი მაჩვენებელი გიორგი კორსანტიას ჰქონდა -16, ისეთივე როგორ ბულგარელთა ლეგონერს კურტის ჯონს. კორსანტიას გვარის გასწვრივ, 12 ქულა და 6 მოხსნაც ეწერა, თუმცა, გიორგიზე მეტი, ქუთათურთა ლეგიონერს, ელიან ჯოინერს ჰქონდა ჩაგდებული 13. აქვე, ალბათ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი დღე ელიანისთვის არ გამოდგა იღბლიანი, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოს, ქართული გუნდიდან მას 21 ქულა დაუგროვდა, თამაშში საკმაოდ ბევრი წუნი ჰქონდა.


მეორე ტაიმმა კი, შესაძლოა ითქვას, კაკი დვალიშვილის და გიორგი კორსანტიას ზურგზე გადაიარა. პირველმა 22 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა აქტივში, კორსანტიამ კი, ორმაგი დუბლი შეასრულა და დღე 18 ქულითა და 11 მოხსნით დახურა. „ქუთაისი 2010"-მა მესამე პერიოდში მოახერხა დაწინაურებაც.  მესამე მეოთხედი 20-15 მოვიგეთ და ბოლო მონაკვეთის წინ, 6 ქულიანი უპირატესობაც გვგქონდა, თუმცა, კოტე ტუღუშის გუნდში იმატა შეცდომებმა და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 1:45 წუთით ადრე, 9-ქულიანი უპირატესობა, რომელიც წესით იმერულ კლუბს მშვიდად უნდა მიეყვანა ბოლომდე, გაქრა. „ქუთაისი 2010" საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდა დაცვაში, საპასუხოდ კი, ბულგარელები 3-ქულიანებით გვპასუხობდნენ. საბოლოოდ, მათ ამ მონაკვეთის მოგება 17-23 მოგვიგეს ტაბლოზე კი, საყაიმო ანგარიში 85-85 აინთო.


საბედნიეროდ, დღეს, სამი ოვერტაიმი არ დაგვჭირდა. ასევე საბედნიეროდ, სტუმრებმა ბოლო ბურთი, რომელიც კალათში მოთავსდა უკვე ამოწურული დროის შემდეგ გაუშვეს, ამიტომ მსაჯებმა არ ჩათვალეს და „ქუთაისი -2010", მონაკვეთი 8-7, თამაში კი 93-92 მოიგო, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა გათამაშებას გამოეთიშა.