
13 ნოემბერს თბილისში, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ჩამოვიდა. ფიფა-ს პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნები მათ შორის, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერიც ესტუმრნენ. კერძო თვითმფრინავი თბილისში გამთენიისას დაეშვა, დილიდან კი ფიფა-ს დელეგაციამ სფფ-ს ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. იყო სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობაზე, რომელიც საფეხბურთო სკოლის „ავაზას" ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, აღნიშნული პროექტი ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვდა მთავრობის წარმომადგენლებსაც და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რომელთაგან ალბათ, ყველაზე საინტერესო ახალი საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობაა, რომელიც 70000 გულშემატკივარს დაიტევს.
მოინახულა უეფა-ს ნაციონალური ასოციაციების დეპარტამენტისა და ჰეთ-თრიკის პროგრამის მენეჯერის დავით პეტრიაშვილის საფლავი, რომელთანაც პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, შეხვდა ჟურნალისტებს და ალბათ, სწორედ მათთან ყველაზე საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა: „ფეხბურთი ნამდვილად ყველაზე პოპულარული სპორტია საქართველოში. საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია უეფა-ს დიდი ტურნირების მასპინძლობა, სტადიონების შევსება, ინფრასტრუქტურით სარგებლობა. საინტერესო იქნება, საქართველო მომავალში ვიხილოთ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ეს ვარიანტი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ეს დამატებით ხელს შეუწყობდა საქართველოსა და ქართული ფეხბურთის განვითარებას", - აღნიშნა ფიფა-ს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე განაცხადი საქართველოს სომხეთთან ერთად აქვს შეტანილი.
ჯანი ინფანტინო საქართველოს დღეს, გვიან ღამით დატოვებს.
სფფ-ის ფოტო





ჩვენ







