წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გუნდი კვლავ ქულის გარეშეა
წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გუნდი კვლავ ქულის გარეშეა
13.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოთხი ტურის შემდეგ, წყალბურთი კლუბი თბილისის „დინამო" ქულის გარეშეა და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. მეოთხე მატჩი თბილისელებმა დღეს, უნგრულ „ფერენცვაროშთან" გამართეს და შეიძლება ითქვას, „დაგეგმილი" მარცხიც განიცადეს, თანაც, სოლიდური სხვაობით 7-18 (მატჩის სტატისტიკა).

ქართულმა გუნდმა ყველა პერიოდი წააგო: 2-5, 1-4, 3-4, 1-4 თუმცა, მეტ-ნაკლებად მესამეში წაიბრძოლა.  დინამოელთაგან ყველაზე შედეგიანი,  ველკო ტანკოსიჩი იყო, რომლის სამი მცდელობიდან  2 ორი შედეგიანი გამოდგა. თითო გოლი გაიტანეს ბორის ვაპენსკიმ, ბესო ახვლედიანიმა,  საბა ტყეშელაშვილმა, სტეფან პიეშივაციმ და სანდრო ადეიშვილმა.


მომდევნო შეხვედრას თბილისელები ხორვატულ სპლიტში „იადრანის" წინააღმდეგ 20 ნოემბერს გამართავენ, რომელიც ამ მომენტისთვის ჯგუფში მეორე ადგილზეა. ჯგუფს კი, ქულების მაქსიმუმით „ფერენცვაროში" ლიდერობს.


ფოტო: "დინამო თბილისი" ვახო  წაწალაშვილი