
დღეს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა შვედეთში უეფა-ს 19-წლამდე ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო ასპარეზობა. საქართველოს 19-წლამდები, აღნიშნული რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მინი-ტურნირის მასპინძელ, შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 2-1 (მატჩის სტატისტიკა) გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ქართველ მეკარეს მათე საურსაც მოუხდა გარჯა, თუმცა ერთი გოლი, 30-ე წუთზე მაინც გაუშვა. მეორე ტაიმში ქართული გუნდი ახალი შემართებით გამოვიდა და თამაშის სადავეები ნელ-ნელა ხელთ იგდო. საბა სამუშიას დარტყმის შემდეგ საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე ახლოს იყო ანგარიში გაეხსნა, თუმცა გოლი 70-ე წუთზე გიორგი ნიკოლაიშვილმა გაიტანა. სხვათა შორის ნიკოლაიშვილს, კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა. გამარჯვების გოლი, 88-ე წუთზე საბა გეგუჩაძემ გაიტანა. მასპინძლებს კი, მსაჯების მიერ კომპენსირებული დრო არ ეყოთ ქულის გადასარჩენად.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, პირველი მოგებული შეხვედრის შემდეგ, ჯგუფის ლიდერად მოგვევლინა და მეორე მატჩის წინ, რომელსაც ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავენ, ხასიათიც გამოისწორეს და თუკი იყო დაძაბულობა, ისიც მოიხსნეს. ნორვეგიელებთან მატჩი, 16 ნოემბერს გაიმართება. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კი, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომლებმაც პირველი ტურის შეხვედრა, სწორედ, ნორვეგიასთან წააგეს.
სხვათა შორის დღევანდელ შეხვედრაში არ უთამაშია და ამ ეტაპზე უცნობია, მოახერხებს თუ არა გუნდთან ერთად თამაშს ვახო სალია, რომელმაც დღევანდელი შეხვედრა ექიმების გადაწყვეტილებით გამოტოვა.





ჩვენ







