
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა შვედეთში მიმდინარე ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, დღეს, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა. ამჯერად, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ჯგუფის ლიდერს, ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3-2 დამარცხდა. ნორვეგიელებმა ანგარიში, 23-ე წუთზე გახსნეს და მე-40 წუთისთვის უკვე 2-0 იგებდნენ. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებმა პირველი ტაიმი ჩააგდეს. თუმცა, მეორეში განსხვავებულად ითამაშეს.
48-ე წუთზე ვახო სალიამ ერთი ბურთი გაქვითა. ქართველები თამაშში დაბრუნდნენ. 76-ე წუთზე, 76-ე წუთზე დინამოელ სალიას, მხარი დედაქალაქის მეორე კლუბის „იბერია 1999"-ის აკადემიელმა გიორგი გოგსაძემ აუბა, ანგარიში გაათანაბრა და ჩვენებს, შვედებთან მოგებული თამაშის ანალოგის შანსიც მისცა. თუმცა, ამჯერად, არ გაგვიმართა და 86-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მივიღეთ.
მე-9 ჯგუფის მეორე შეხვედრაში, შვედეთი, ამჯერად ესტონეთთან დამარცხდა ანგარიშით 1-2 და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ბოლო ტურში, შვედეთი-ნორვეგიას, ესტონეთი კი, საქართველოს დაუპირისპირდება. თამაშები 19 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფის სასტარტო შეხვედრა ტურნირის მასპინძელ შვედებთან 2-1 მოიგო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ტურნირის დებულების თანახმად, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, უეფა-ს წევრი 52 ქვეყნის ფედერაცია / ასოციაცია მონაწილეობს. გუნდები, რეიტინგის კოეფიციენტის მიხედვით 13 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. იმ გუნდის გარდა, რომელიც ელიტ რაუნდში პირდაპირი წესით მოხვდა, ფინალური საგზურებისთვის ბრძოლას, 13 ჯგუფის გამარჯვებული, 13 მეორე ადგილოსანი და ერთი საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული გუნდი გააგრძელებს. შესაბამისად, ელიტ-რაუნდში გადასვლის კარი შანსი აქვს საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრებს.





ჩვენ







