
გიორგობა დღეს, ბუდაპეშტში, ევროპის ძიუდოს კავშირის 76-ე კონგრესი გაიმართა. 138 დელეგატს ევროპის 49 ქვეყნიდან ევროპული ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელმაც სამ საათზე მეტი გაგრძელდა და რომელსაც EJU-ს პრეზიდენტი ლასლო ტოტი ხელმძღვანელობდა კომიტეტის 7 ახალი წევრი უნდა დაემტკიცებინა. კანდიდატებს შორის, დავით ქევხიშვილი იყო დასახელებული. საბოლოოდ, ქევხიშვილი, ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა და კომიტეტის სპორტულ დირექტორადაც დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი ორგანოს წევრი გახდა.
კონგრესზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხად, 2025 წლის ევროპული ჯუდოს გეგმა და კალენდარიც იყო. მოგეხსენებათ, 2024 წელი ოლიმპიური წელი იყო და ამ მხრივ, EJU-ს კალენდარი საკმაოდ დატვირთული იყო, წლის მანძილზე, ევროპის კონტინენტმა საერთო ჯამში, 99 ღონისძიებას უმასპინძლა. მომავალ, 2025 წელს კი, ჯუდოს ევროპულ სახლს 100 სპორტული ღონისძიება აქვს დაგეგმილი, რომელთა შორის, მთავარი ადგილი მაინც IJF-ის (ჯუდოს საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც ბუდაპეშტში 13-20 ივნისის შუალედში გაიმართება.
პირველად, 5 დღის მანძილზე იგეგმება 23-26 აპრილის ჩათვლით ჯუდოს ევროპის ჩემპიონატი სენიორებს შორის პოდგორიცაში (მონტენეგრო), რომელშიც მედლების 14 კომპლექტი გათამაშდება (7-7 გოგონებსა და ვაჟებს შორის) და ბოლოს შერეული გუნდური შეჯიბრით დასრულდება.
ევროპული ძიუდოს ფედერაცია წლის მნიშვნელოვანი შეჯიბრებებიდან უკვე ზემოთ ხსენებულების გარდა კიდევ რამდენიმე ტურნირზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა შორისაა:
22 - 25 მაისი, ლატვია, რიგა - ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატი
31 მაისი /1 ივნისი: ლატვია, რიგა - ევროპის ჯუდო ჩემპიონატი Kata
26 - 29 ივნისი, მაკედონია, სკოპიე - კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატი (U18)
4 - 7 სექტემბერი, ბრატისლავა, სლოვაკეთი - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი (U21)
31 ოქტომბერი / 2 ნოემბერი მოლდოვა, კიშინიოვი - ევროპის ჩემპიონატი U23
ფოტო: (c) EJU





ჩვენ







