ბოსნია და ჰერცეგოვინა 0-1 საქართველო
ბოსნია და ჰერცეგოვინა 0-1 საქართველო
26.11.2024
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ბ ლიგის პირველი რაუნდის სადებიუტო შეხვედრაში, ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ჩვენმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.


მატჩის ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე კესო მეტონიძემ გაიტანა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 2 დეკემბერს, ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ლიეტუვას დაუპირისპირდება.


პირველი რაუნდის შემდეგ, ა ლიგაში ბ ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.