
დღეს, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, მეორე ვადით, მერაბ ბაზაძე აირჩეს. კიდევ 4 წლის ვადით, პრეზიდენტის ამ კანდიდატურას გამგეობის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. ოთხი ხლის ვადით, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები ზაზა მჭედლიძე და ვარლამ ჯაში, ხოლო გენერალურ მდივნად, ნინო ჯერენაშვილი აირჩეს. შეირჩნენ გამგეობის წევრები (მერაბ ბაზაძე, ზაზა მჭედლიძე, როსტომ აბაშიძე, მალხაზ ძნელაძე, თათია აფციაური, სერგი ხატიაშვილი, ქრისტინა გორდეზიანი), რომლებსაც ასევე მოუწევთ საკმაოდ რუტინული სამუშაო.
ყრილობაზე მერაბ ბაზაძემ გასული 4 წელი შეაჯამა, ისაუბრა იმ წარმატებებსა და მიღწევებზე, რასაც ფედერაციამ თუ მოფარიკავეებმა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში მიაღწიეს. სხდომაზე ასევე, განიხილეს მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა. მათ შორის, ალბათ საინტერესოა, რომ ფედერაცია საქართველოში ფარიკაობის ცნობადობის ამაღლებასთან ერთდ, რეგიონებში, სპორტის სახეობის კიდევ უფრო პოპულარიზაციას გეგმავს.
საუბარი შეეხო ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებასაც, რომელსაც საქართველომ მომდევნო ორ წელიწადში უნდა უმასპინძლოს - 2025 წელს მსოფლიო ჩემპიონატს სენიორებს შორის და 2026 წლის ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატს.
და ბოლოს, ახალარჩეული გუნდის მეთვალყურეობით, პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ქართველი მოფარიკავეები მიიღებენ, ხვალიდან 5 დეკემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით საფრანგეთის ქალაქ ორლეანში გაიმართება. ჩვენი ხმლით მოფარიკავე სენიორები გრან პრის გათამაშებაში იასპარეზებენ.
5 დეკემბერს, ლიკა ჯიჯეიშვილი და ალექსანდრა კუვაევა სცდიან ძალებს, 6 დეკემბერს ვახტანგ არჩვაძე, ალექსანდრე თავართქილაძე და დავით თავართქილაძე, ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს, 7 დეკემბერს, თუკი საქმე კარგად წავიდა და ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება, ქალთა და ვაჟთა ასპარეზობები, ნახევარფინალური ეტაპებიდან განახლდება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ







