
წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩი, „დინამო თბილისმა" სერბეთში, „რადნიჩკის" წინააღმდეგ გამართა და შეიძლება ითქვას, ერთის შეხედვით უმოტივაციო მატჩში, ორ ბურთიანი სხვაობით, 8-6 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა გუნდს ჰქონდა გოლი გატანის შესაძლებლობები, მათ შორის, მოწინააღმდეგის გუნდში, ორი გაძევებული მოწინააღმდეგის კვალობაზეც კი, ვერ ახერხებდა ბურთის გატანას.
სხვათა შორის, ერთ მომენტში, პირველ მეოთხედში, დინამოელებს, მოწინააღმდეგე გუნდიდან ქართველი ვაკო დადვანის გაძევების შემდეგ ჰქონდათ ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა, თუმცა, პირველი პერიოდი 2-0 წააგეს. მეორე პერიოდშიც გოლების ათვლა მასპინძლებმა დაიწყეს და დიდ შესვენებაზე, შეეძლოთ ხუთბურთიანი უპირატესობითაც გასულიყვნენ, თუმცა, დროის ამ მონაკვეთის ამოწურვამდე დაახლოებით 40 წამიან მონაკვეთში, ბორის ვაპენსკიმ ორი გოლი გაიტანა. „დინამომ", ეს მონაკვეთი 3-2 წააგო. მეორე ტაიმის წინ კი, ანგარიში 5-2 იყო „რადნიჩკის" სასარგებლოდ.
მესამე მეოთხედში მხოლოდ ორო გოლი გავიდა. ჯერ მასპინძლებმა მოახერხეს ანგარიშის გაზრდა, პერიოდის მიწურულს კი ბესო ახვლედიანმა, კვლავ მოახერხა ერთი ბურთით შემცირება. პერიოდი 1-1 დასრულდა, ბოლო მონაკვეთის წინ კი, ანგარიში 6-3 იყო სერბული კლუბის სასარგებლოდ. ალბათ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენებმა ბოლო მეოთხედში „გაიღვიძეს" და ცოტა მეტი იღბალიც, რომ ჰქონოდათ, შესაძლოა თამაშიც არ წაგვეგო. მონაკვეთი 2-3 მოვიგეთ, თუმცა საბოლოოდ დავმარცხდით (მატჩის ოქმი). ბოლო პერიოდში გოლები ველკო ტანკოსიჩმა, სტეფან პიეშივაციმ და ლუკა ჩიქოვანმა გაიტანეს.
საბოლოოდ, თბილისურმა კლუბმა, წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა ბოლო ადგილზე დაამთავრა. თუმცა, დინამოელები, ევროტურნირებს ამით არ ასრულებენ. ქართული გუნდი წყალბურთის ევროთასზე გააგრძელებს ასპარეზობას.
ფოტო: ©VK Radnički Kragujevac





ჩვენ







