
დღეს ნიონში, უეფა-ს 2024-2025 წლის 19-წლამდეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელმაც აღნიშნულ ეტაპზე შვედეთში გამართულ მინი-ტურნირში მოიპოვა ასპარეზობის უფლება მე-2 ჯგუფში პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
საერთო ჯამში, 27 ნაკრები (მეინ რაუნდის 13 ჯგუფის გამარჯვებული, 13 მეორეადგილოსანი, საუკეთესო მესამე ადგილოსანი ლატვია) და პორტუგალიის 19-წლამდე გუნდი, რომელიც ყველაზე მაღალი ქულით იყო განთესილი 7 ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფები, საუკეთესოებს მინი-ტურნირებში გამოავლენენ. ამასთან, ყველა მინი ტურნირი 2025 წლის 25 მარტის ჩათვლით გაიმართება და უეფა ზუსტ კალენდარსა და დეტალებს მოგვიანებით დააზუსტებს. თუმცა, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ელიტ-რაუნდის ჯგუფური მინი-ტურნირი საქართველოში ჩატარდება.
საბოლოოდ, ჯგუფებში გამარჯვებულები, ასეთი კი 7 იქნება შეუერთდებიან რუმინეთის 19-წლამდე ნაკრებს, რომელიც აღნიშნული ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძელია. ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კი რუმინეთში 13-26 ივნისს გაიმართება.
***
აქვე გეტყვით, რომ დღესვე გაიმართა 19-წლამდე ნაკრებების 2025-2026 წლების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც. ამჯერად საქართველო მე-6 ჯგუფში მოხვდა სერბეთის, ხორვატიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად. აღნიშნულ გათამაშებაში, მომდევნო ეტაპზე ჯგუფებიდან პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები, ასევე, მესამე საუკეთესო გუნდი გავა. საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 2025 წლის 1-9 სექტემბერს ან, 6-14 ოქტომბერს, ან 10-18 ნოემბერს გაიმართება. აქაც, დეტალები მოგვიანებით დადგინდება. ფინალური ეტაპი კი 2026 წელს უელსში ჩატარდება.






ჩვენ







