
საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი მატჩებისთვის ოფიცილურად მზადება დღეს დაიწყო. ს.კ. „ზესტაფონის" ბაზაზე ვაისის მეთვალყურეობით 20-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კაკაბაძე და ჯაბა ჯიღაური, გუნდს 29 აგვისტოდან შეუერთდებიან. ამ დღეს, გუნდი ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებს. ტრავმების გამო, ნაკრებთან ერთად დღეს, ვერ ივარჯიშეს გიორგი ლორიამ და ჯიმი ტაბიძემ. როგორც სფფ-ს ოფიციალური გვერდი იტყობინება, ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ნაკრების სამედიცინო შტაბი, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. თუმცა, ვაისის გადაწყვეტილებით ნაკრებთან ერთად უკვე ხვალიდან დაიწყებს ვარჯიშს დინამოელი ნუკრი რევიშვილი.
შეგახენებთ 2 და 5 სექტემბერის მატჩებისთვის, სანაკრებო შეკრებაზე ნაკრებში გამოძახებულნი არიან: მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია); ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი); თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩის, საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 2 სექტემბერს, „დინამო არენაზე" ჩატარდება. შეხვედრა 20:00 დაიწყება და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, ბორჯომის გადამწყვარი ტყის საფარის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების რეალიზაცია, რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, როგორც ონლაინ-რეჟიმში, აგრეთვე "დინამო არენაა" სალაროებში.









ჩვენ








