გაირკვა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებების მომავალი მეტოქეები
გაირკვა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებების მომავალი მეტოქეები
05.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპული ფეხბურთს სახლში დღეს ვაჟთა შორის 17-წლამდე ნაკრებების ორი წილისყრა გაიმართა.

თავდაპირველად გაირკვა 2025-2026 წლებში საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფები. წილისყრამდე, საქართველოს ნაკრები C კალათში იყო გადანაწილებული ლიეტუვას, ბოსნია და ჰერეცეგოვინას, მონტენეგროს, ლუქსემბურგის, რუმინეთის, ალბანეთის, კოსოვოს, კვიპროსის, ბულგარეთის, უელსის, ლატვიას, ჩრდ, მაკედონიისა და ბელარუსის 17-წლადე ნაკრებებთან ერთად.


ამ ასაკობრივ კატეგორიაში საბოლოოდ, 14 ჯგუფში შედგა, რომელთა შორის ორი, სამ გუნდიანია. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, სამ გუნდიან, მე-14 ჯგუფში მოხვდა საბერძნეთისა და ისლანდიის ნაკრებებთან ერთად.


მინი-ტურნირები 2025 წლის 1 ივლისიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნული ფორმატის შესაბამისად, მინი ტურნირების 14 გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ გზას A ლიგაში განაგრძობს, დანარჩენები კი B ლიგაში გააგრძელებენ ასპარეზობას.


გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე 2024-2025 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ვერ მოახერხეს გასვლა ქართველმა 17-წლამდებმა სეზონის ჩამთავრება ჩვენებს B დივიზიონში მოუწევთ. აღნიშნული ლიგის  საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენები მე-7 ჯგუფში მოხვდნენ ლიეტუვას, ყაზახეთისა ნაკრებებთან ერთად. აქ ერთი საინტერესო დეტალია - B დივიზიონის 7 საუკეთესო გუნდი (ჯგუფების გამარჯვებულები) ავტომატურად მოხვდებიან 2026-2027 წლების 19-წლამდე ევროპის საკვალიფიკაციო A ლიგაში. ასე, რომ აქაც, ჩიტი ბდღვნად ღირს.