დღეს საქართველოს 19 და 17 წლამდე გოგონათა მეტოქეებიც გაირკვნენ
დღეს საქართველოს 19 და 17 წლამდე გოგონათა მეტოქეებიც გაირკვნენ
06.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრები მეტოქეები და განრიგი ცნობილია. უეფა-ს შტაბ ბინაში დღეს, როგორც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის A დივიზიონის მეორე რაუნდის, ასევე B დივიზიონის თამაშების წილისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ჩვენმა გოგოებმა, რამდენიმე დღის წინ, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჯგუფში მეორე ადგილით დაასრულეს ასპარეზობა, თუმცა, საუკეთესო მეორეადგილოსან გუნდებს შორის ვერ მოხვდა, შესაბამისად, ვერც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მოახერხა ბრძოლა. თუმცა, ლალე დავითაშვილის გაწვრთნილი გუნდი, გამოცდილებას B დივიზიონში აიმაღლებს, სადაც დღევანდელი წილისყრის შემდეგ, პირველ ჯგუფში მოხვდა ბულგარეთის, ლუქსემბურგისა და ლიხტენშტეინის ქალთა ნაკრებებთან ერთად.


ჯგუფები მინი-ტურნირებში 17-26 თებერვლის ან 31 მარტისა და 8 აპრილის შუალედში გამოარკვევენ ვინ ითამაშებს პოლონეთში 15-27 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ასეთი, მასპინძელი პოლონეთის გარდა 7 ჯგუფის გამარჯვებული იქნება, ვინც დაქვეითდება B დივიზიონში და პირიქით, ვინ აიწევს ზევით.


ამას გარდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი განსაზღვრავს თუ ვინ მოხვდება ევროპის კონტინენტიდან 20-წლამდე ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.


19-წლამდების წილისყრამდე ოდნავ უფრო ადრე, უეფა-ში 17-წლამდე გოგონათა შორის ელიტ-რაუნდის წილისყრის შედეგებიც გაირკვა. მოახერხებს თუ არა საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ფინალურ ეტაპზე ფარერის კუნძულებზე გამგზავრებას ეს, 2025 წლის 26 მარტამდე გაირკვევა. სწორედ ამ თარიღამდე განუსაზღვრა უეფა-მ დროს 7 ჯგუფს, რომელთაგან, მესამე ჯგუფში, სალომე ხუბულურის ნაკრები იტალიის, ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.