შერმადინი ქარშიაქასთან ბრძოლაში მოგებული მატჩის MVP გახდა
შერმადინი ქარშიაქასთან ბრძოლაში მოგებული მატჩის MVP გახდა
11.12.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ" ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მატჩი თურქულ ქარშიაქასთან მოიგო, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართველი ცენტრი გახდა. C ჯგუფის მორიგი ტურის ატჩი ტენერიფელებმა შინ ჩაატარეს და კერკეტი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში  85-82 დაამარცხეს.


შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მასზე მეტი მხოლოდ მარსელინიომ დააგროვა (18 ქულა), თუმცა ქართველ ცენტრს ბურთი არ აუცელია და შესაბამისად, სარგებლიანობის კოეფიციენტიც გუნდში ყველაზე მეტი (21) ჰქონდა.


შერმადინმა 2-დან 2 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასა და 4 მოხსნასთან ერთად მის ანგარიშზე 2 დაფარება და 1 პასიც იყო. 17 ქულით შეეხიდა ტენერიფელებს დევიდ კრამერი.


5-დან 5 გამარჯვებით ტენერიფე ჯგუფში პირველ ადგილზეა და პირველობა გარანტირებული აქვს. ბოლო ტურის მატჩს შერმადინის გუნდი 19 დეკემბერს, ისევ შინ, ბერძნულ კოლოსოსთან გამართავს.


დებულების თანახმად, ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.