
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან წელს სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე შეაჯამებს. მანამდე კი, დღეს, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესოები გამოავლინეს, როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის.
ქალთა ლიგის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" გახდა. გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილა გუნდმა 2024 წლის სეზონზე ტიტულიც შეინარჩუნა და ქალთა შორის უძლიერესის სახელიც მეოთხედ მოიპოვა. შესაბამისად არ იყო გასაკვირი, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულიც ლანჩხუთელთა თავკაცს, გიორგი ჩხაიძეს ერგო, რომლის გუნდმაც სეზონის ბოლო თამაში წვიმიან ამინდში, ბათუმში ჩაატარა და გაიმარჯვა. გიორგისთან ერთად, აღნიშნულ კატეგორიაში წარდგენილები იყვნენ შალვა ფირცხალავა („კვარტალი") და გერმანე კიკალიშვილი („ბათუმი").
ქალთა ლიგამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც დაასახელა, ამჯერად ეს ტიტული ანანო წიქარიძე („ნიკე ლუსო") გახდა. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს, 15 წლის ანანომ, 17-წლამდე ქალთა ნაკრების თამაშიდან უფრო დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს, როდესაც ლატვიის ნაკრებთან პენტატრიკი გაიფორმა, თუმცა, წიქარიძემ, ეროვნულ ჩემპიონატშიც სტაბილურად იასპარეზა. აღნიშნულ ნომინაციაში, მან გამოცდილ თეონა ბაქრაძესა („ლანჩხუთი") და თანაგუნდელ ნინო ბუხრიკიძეს („ნიკე ლუსო") აჯობა.
მიმდინარე სეზონში ქალთა ლიგის ბომბარდირი 33 გატანილი გოლით, ნინო ბუხრიკიძე გახდა, რომელსაც სხვათა შორის, სანაკრებო ფეხბურთშიც არანაკლები წვლილი აქვს მიდინარე სეზონში ჩადებული.

დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, ერთადერთი რაც ცხადი იყო, იყო ეროვნული ლიგის ბომბარდირი - 23 გატანილი გოლით ბიორნ იონსენი (ტორპედო ქუთაისი) გახდა. მანვე სეზონის საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსიც მოირგო.
ტურნირის საუკეთესო მეკარე დავით კერესელიძე დასახელდა, რომელიც გორელების კლუბს, „დინამო თბილისიდან" წელს შეუერთდა და ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე დაყრდნობით, მიმდინარე სეზონში, „დილას" კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა.
დანარჩენი „საუკეთესო" კი ეროვნული ლიგის ორგანიზატორთა გამოკითხვის მიხედვით ქვეყნის 2024 წლის გამარჯვებულ გუნდში, „იბერია 1999"-ში გაიგზავნა: საუკეთესო მცველი გიორგი ჯგერენაია, საუკეთესო ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი, საუკეთესო მწვრთნელი ლევან კორღალიძე, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე გახდნენ.
სეზონის სიმბოლური ნაკრების საბაზისო არჩევანიც „იბერია 1999" გახდა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის გორის „დილას" ორი, „ტორპედოს" სამი, და ერთიც ფოთის „კოლხეთი 1913"-ის ფეხბურთელი შევიდა.

და ბოლოს კიდევ ერთი ნომინაცია, რომელიც ონლაინ-გამოკითხვით გაირკვა წლის საუკეთესო გოლი იყო, ხალხის რჩეული თორნიკე მორჩილაძე გახდა „თელავიდან".





ჩვენ







