
8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშება დასრულდა, თუმცა, დარჩა კიდევ ორი სათამაშო დღე, რომელიც უკვე მომავალი, 2025 წლის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობას დაადგენს. ეროვნულ ლიგაში, ლიგა 2-სა და ყველა დარჩენილ ლიგებში ე.წ. ფლეი-ოფებია დარჩენილი. სწორედ, ამიტომ თავდაპირველად, ამ დარჩენილი თამაშების კალენდარს გაგაცნობთ:
ხუთშაბათი, 12 დეკემბერი
ეროვნული ლიგა - ეროვნული ლიგა 2
13:00 „სიონი" - „გაგრა" / „თამაზ სტეფანია სტადიონი", ბოლნისი
18:00 „თელავი" - „რუსთავი" / „კავკასიონი არენა", თელავი
ეროვნული ლიგა 2 - ლიგა 3
13:00 „იბერია 1999"-2 - „არაგვი" / „ბენდელას სტადიონი", თბილისი
19:00 „შტურმი" - „მერანი მარტვილი" / სფფ-ს საფეხბურთო ცენტრი, სართიჭალა
ორშაბათი, 16 დეკემბერი
ეროვნული ლიგა - ეროვნული ლიგა 2
13:00 „გაგრა" - „სიონი", / „დავით პეტრიაშვილის სტადიონი", თბილისი
13:00 „რუსთავი" - „თელავი" / სფფ-ის ტექნიკური ცენტრი, რუსთავი
ეროვნული ლიგა 2 - ლიგა 3
13:00 „არაგვი" - „იბერია 1999-2" / სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი, სართიჭალა
13:00 „მერანი მარტვილი" - „შტურმი" / „მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი", მარტვილი
აქვე გეტყვით რომ ეროვნულ ლიგას 2024 წლის შედეგების მიხედვით, „სამტრედია" დაემშვიდობა. მისი ადგილი კი, კლუბის ისტორიაში პირველად „გარეჯმა" დაიკავა, რომელმაც 2024 წლის ლიგა 2-ის მოგება მოახერხა.
საქართველოს 2024 წლის ჩემპიონი თბილისის „იბერია 1999" გახდა. კლუბი, რომელიც წლების მანძილზე ცდილობდა საკუთარი აკადემიის აღსაზრდელებისთვის დაეთმო სარბიელი, ლეგიონერების, ამ აღსაზრდელების დაღვინების და კლუბში დაბრუნებული ერთ-ერთი თვითმყოფადი ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის სინთეზით, საბოლოოდ, რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, მივიდა გუნდამდე, რომელმაც წელს, ეროვნული ლიგის მოგება მოახერხა.
სწორედ, „იბერია 1999", მომავალ 2025-2026 წლების სეზონებზე წარმოდგენილი იქნება უეფა-ს ევროტურნირებზე, მეორე ადგილოსან „ტორპედოსთან" და მესამე ადგილზე გასულ „დილასთან" ერთად. ისევე როგორც ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი „სპაერი", რომელმაც თავის მხრივ, ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდული (საქართველოს 21, 19, 17 -წლამდე დაკომპლექტებული (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) და სექტემბრის სანაკრებო თუ საჩემპიონო, გადატვირთული, კალენდრით გადამწვარი) „დინამო თბილისი" საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში, საფეხბურთო ლატარეაში, პენალტების სერიაში დაამარცხა და მომავალ სეზონზე, უეფა-ს კონფერენს ლიგის კრიტერიუმების შესაბამისობაში, საქართველოს პრესტიჟის დაცვას შეეცდება.
დასასრულს, კვლავ ეროვნული ჩემპიონატის სივრცეში რომ დავბრუნდეთ, გეტყვით, რომ 2025 წლის სეზონზე, ეროვნულ ლიგა -2-ში თამაშის უფლება, ლიგა 3-ის გამარჯვებულმა „გონიომ" და მეორე ადგილოსანმა „მეშახტემ" მოიპოვეს. ლიგა 4-დან, ერთი ლიგით დაწინაურდნენ „დიდუბე", „მარგვეთი 2006" და „ოდიში 1919".
ფოტო: ეროვნული ლიგა





ჩვენ







