IJF-მა წლის საუკეთესოების გამოვლენა დაიწყო - ჩვენგან ლაშა ბექაურია ნომინირებული
IJF-მა წლის საუკეთესოების გამოვლენა დაიწყო - ჩვენგან ლაშა ბექაურია ნომინირებული
11.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წლის სეზონის საუკეთესოების გამოკითხვა დაიწყო. IJF-ის ნომინანტებს შორის, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გამოკითხვაში, რომელიც საკმაოდ დახუნძლული იყო შეჯიბრებით, რაღა დასამალია და პირადად ჩვენ პირადად ქართველები გვეცოტავა. გამოკითხვაში, რომელშიც ხმის მიცემა 2025 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება (ხმის მისაცემად გადადით ბმულზე) და გამარჯვებულებს 2025 წლის 2 თებერვალს, პარიზის გრან სლემის მსვლელობისას დაასახელებენ.


მიმდინარე წელს ქართველებიდან გახდეს რვა ნომინაციიდან ერთ-ერთის გამარჯვებული, ამჯერად, მხოლოდ ლაშა ბექაურს აქვს. ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, რომელიც 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი ჯუდოკას ნომინაციაზე წარდგენილი კონკურენტებად ჰყავს: იელდოშ სმეტოვი (-60კგ), ჰიფუმი აბე (-66კგ), ჰიდაიატ ჰეიდაროვი (-73კგ), ტაკანორი ნაგასე (-81კგ), ზელიმ კოცოევი (-100კგ) და ტედი რინერი (+100კგ).


აქ ერთი სუბიექტური ვერსიაც მინდა შემოგთავაზოთ - გამომდინარე იქიდან, რომ ფრანგი მძიმეწონოსანი დიდი ალბათობით, ნელ-ნელა აქტიურ კალენდარს ჩამოეხსნება, არაა გამორიცხული, რომ ხმების უმეტესობა რინერის სასარგებლო წავიდეს. სწორედ  ამიტომ, და კიდევ პარიზის ოლიმპიური წყენაც, რომ კარგად გვახსოვს ფრანგის მხრიდან, ალბათ, ახლა, სრულიად ქართული სპორტული საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ბექაურის მხარდასაჭერად. მითუმეტეს, რომ იყოს მსოფლიოს საუკეთესო ჯუდოკა, ამაში ბექაურს არაფერი აქვს წამოსაყვედრებელი.


და ბოლოს, ხმის მიცემის პროცედურა მარტივია, უნდა იყო დარეგისტრირებული IJF გვერდზე, და 10 იანვრის ჩათვლით, 24 საათში ერთხელ შეგიძლია შენი ხმა, მისცე ლაშა ბექაურს!