ლუკა მაისურაძე ვერცხლის მედლით ბრუნდება!
ლუკა მაისურაძე ვერცხლის მედლით ბრუნდება!
08.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

-90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე, იძულებითი შესვენების შემდეგ, აქტიურ სპორტში პირველი ტიტულით, ვიცე-ჩემპიონის რანგში ბრუნდება. ქართველი ჯუდოკა იყო ერთადერთი, რომელმაც 2024 წლის IJF-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ ბოლო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.

ამომავალი მზის ქვეყანაში ქართველი ჯუდოკა, საკმაოდ უცნაურ ბადეში მოხვდა. ფინალამდე გზაზე მას, მხოლოდ ერთი ჯუდოკა შეხვდა, რომელიც იაპონიას არ წარმოადგენდა. ბადის მოსაგებად, ლუკა ესტონეთის წარმომადგენელს, კლენ კრისტოფერ კალიულაიდის შეხვდა და ვაზარით მოუგო. ასპარეზობა კი, 26 წლის ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, იაპონიის წარმომადგენელს, ჰიდოტოში ტოკუმოჩის შეხვდა და სამი შიდოთი (HSK) დაამარცხა. უკვე 1/2 ფინალურ ორთაბრძოლაში კიდევ ერთი ჯუდოკა გამოთიშა ოქროს მედლისკენ გზას, ამომავალი მზის ქვეყნიდან. ქართველმა ამჯერად, კომეი კავაბატა ვაზარით დაამარცხა. ფინალში კი, ქართველებისთვის კარგად ნაცნობ, სანშირო მურაოს შეხვდა. ამ ორთაბრძოლის გამარჯვებული კი, „გოლდენ სქორის" მე-17 წამზე გაირკვა. ლუკამ ვაზარი გაუშვა რაც ვერცხლის მედლის ტოლფასი აღმოჩნდა.



ფოტო: (c) IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი