
ქართულ მოციგურავეთა სპორტულ წყვილს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სულ ცოტა დააკლდა მათთვის სადებიუტო და რიგით 30-ე გრან პრის ფინალში უფრო მაღალი საფეხურის დასაკავებლად და პირველ ჯერზე, სენიორთა შორის გრან პრის ფინალის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ფრანგულ გრენობლში, გრან პრის 2024 წლის ფინალი 5-8 დეკემბერს გაიმართა. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში 14 ქვეყნის 72 წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა შორის ჩვენი, ქართული წყვილიც იყო. აღნიშნული ტურნირის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ფინალში ხვდებოდა ის სპორტსმენი (ან წყვილი), რომელმაც გრან პრის ეტაპებზე, თავდაპირველად ორგანიზატორთა მოწვევა მიიღო და ასეთი ეტაპი საერთო ჯამში არის ექვსი, მონაწილეობა მიიღო ამ ექვსიდან ორში და იქ მოახერხა წარმატების მიღწევა. მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა საერთო ჯამში, გრან პრის ორ სერიაში 24 სარეიტინგო ქულა დააგროვა და საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სხვა 5 წყვილთა (აშშ, გერმანია, იტალია (2) და იაპონია) ერთად, სპორტულ წყვილებში, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამაში 72.26 ქულით მესამე ადგილზე მოახერხა გასვლა, თავისუფალ პროგრამაში 133.52 ქულა დაიმსახურა, რაც დღის მეორე შედეგი იყო, თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, 205.78 ქულით, მესამე ადგილს დასჯერდნენ.
შეჯიბრის საბოლოო ოქმი
ფოტო: @ISU





ჩვენ







