
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდში დაიწყო ასპარეზობა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, რომელიც ჩვენი გუნდისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ რადიკალურად შეცვლილია, რეალურად ამ რანგის ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ და ანგარიშით 3-1 გაიმარჯვა.
ბუნებრივია, ფუტსალის ქართველმა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ ნატურალიზებული ბრაზილიელი ლეგიონერები გარეშე დარჩენილმა ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, დღემდე, თითქმის ერთი წელი სასელექციოდ, მოსამზადებლად და 8 სპარინგის სათამაშოდ გამოიყენა. თუმცა, ამხანაგური თამაშებისგან განსხვავებით, ოფიციალურს მაინც სხვა დატვირთვა აქვს და ამიტომ, დღეს ასათიანის გუნდს, რეალურად გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი.
საქართველოს ნაკრებმა, თბილისი არენაზე შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: თორნიკე ბუკია, ირაკლი თოდუა, გიორგი ჩიმაკაძე, გიორგი ღავთაძე და ვახტანგ კეკელია. რეალურად ალბათ, ანგარიშიც ჩვენ უნდა გაგვეხსნა, თუმცა, 10'42'' წუთზე ბურთი ჩვენს კარში მივიღეთ. ანგარიში კოსოვოელმა ქერიმიმ გახსნა. ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთლიანად შეხვედრაში ორივე გუნდიდან მეკარეების თამაშს გამოვყოფდი, რომელთაგან ერთმა დღეს სამჯერ მაინც ვერ მოახერხა გუნდის შველა და ის ერთი, კოსოვოელი ბაირამ რამადანი იყო, რომელსაც უნდა უმადლოდნენ ჩვენი სტუმრები, რომ ანგარიში უფრო სოლიდური არ იყო ტაბლოზე.
ქართველებმა კი, ანგარიში, გაშვებული გოლიდან მალევე გაათანაბრეს. ღავთაძემ 11'23'' გაქვითა ანგარიში. შესვენებაზე კი, გუნდები ყაიმით, 1-1 გავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ღავთაძემ, საქართველოს ნაკრების დაწინაურება და ფსიქოლოგიურად დამუხტა გუნდი. გიორგიმ დუბლი 21'59'' წუთზე გაიფორმა. რეალურად შეხვედრის ამ მონაკვეთში, ასათიანის შეგირდებს ანგარიშის გაზრდის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა, გოლი 31'29'' გამოცდილმა არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა. სხვათა შორის, სებისკევარაძემ დღეს, ეროვნული ნაკრების მაისურით 101 შეხვედრა ჩაატარა და ოფიციალურ თამაშებში, 59-ე გოლიც მიიწერა სათვალავში.
საქართველოს ნაკრებმა კი, 3-1 გაიმარჯვა და მეინ-რაუნდის სტარტზე საკმაოდ საჭირო 3 ქულას დაეუფლა. მითუმეტეს რომ მომდევნო შეხვედრა ჩვენებს გასვლაზე, უძლიერესი საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ უწევთ, რომელმაც ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბულგარეთს სტუმრად, გამანადგურებელი ანგარიშით 0-11 მოიგო. ამ ჯგუფში, პირველი სათამაშო დღის შემდეგ, ასეთი კი, საერთო ჯამში 6 იქნება, საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებები პირველ-მეორე ადგილს იყოფენ.
საქართველოს ნაკრები საფრანგეთში ხვალ გაემგზავრება. 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს კი, თბილისის დროით 21:15 საათზე, ორლეანში, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.





ჩვენ







