
დღეს, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის ფლეი-ოფის მატჩები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირებები ორი რაუნდისგან შედგება.
ეროვნული ლიგაში დასარჩენად „გაგრა" და „თელავი" იბრძვიან. 2025 წლის სეზონზე, ძლიერთა შორის მათ ჩანაცვლებას კი, ეროვნული ლიგა 2 მეორე ადგილოსანი „რუსთავი" და ბოლნისის „სიონი" ცდილობენ. როგორც მოსალოდნელი იყო ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი ეტაპი საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
ბოლნისში, „თამაზ სტეფანია სტადიონზე", „სიონმა" ვერ მოახერხა „გაგრა" დაემარცხებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, თამაზ მაქაცარიას გოლის წყალობით, მასპინძლები იგებდნენ, 83-ე წუთზე სირილ ჩამბამ, გაგრელები ბრძოლაში დატოვა. ახლა, ამ გუნდების საპასუხო თამაში 16 დეკემბერს, თბილისში, „პეტრო არენაზე" გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.
13:00 დაიწყება შეხვედრა რუსთავშიც, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში, სადაც „რუსთავი"-„თელავს" უმასპინძლებს. ამ გუნდების დღევანდელი შეხვედრა კი, მასპინძელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. საინტერესოა, როგორც გადააწყობს „რუსთავი", რომელიც აუცილებლად მოსაგებად გაიწევს, სათამაშო ტაქტიკას საპასუხო შეხვედრისთვის. დღევანდელ მატჩში კი, ვარლამ კილასონიას, მას შემდეგ რაც მისი გუნდი 10 მოთამაშით დარჩა, ბუნებრივია მოუხდა ტაქტიკური გადაადგილებებით თამაში და პირველი ტაიმის მიწურულს გოლიც გაუშვა. ანგარიში თორნიკე მორჩილაძის გადაცემის შემდეგ, დაჩი ცნობილაძემ გახსნა. მე-60 წუთზე უკვე დაჩის გადაცემის შემდეგ, კახელები დეიან გეორგიევიჩის გოლის წყალობით, უკვე ორი ბურთით დაწინაურდნენ. ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობაც, თუმცა, 83-ე წუთზე, რუსთველებმა 11-მეტრიანი გაიტანეს და საპასუხო მატჩს წინ, შედარებით შეამცირეს „დატვირთვა".
თბილისში, „ბენდელას სტადიონზე" ლიგა 2-ში ამოსასვლელად ბრძოლა დაიწყო „იბერია 1999"-ის მეორე გუნდმა. თბილისელებმა, „არაგვის" წინააღმდეგ ფრედ 2-2 ითამაშეს. ანგარიში კი, ავტოგოლით გაიხსნა, 32-ე წუთზე გიორგი ქუქალიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. თუმცა, მალევე, გივი ხაჩიძის გოლით, იბერიელებმა გაათანაბრეს. 70-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილის გოლით, დედაქალაქელთა გუნდი დაწინაურდა კიდეც. თუმცა, გამოცდილმა არაგველებმა, 85-ე წუთზე გიორგი ჯანელიძის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს და ახლა, სართიჭალაში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში შეეცდებიან, საპასუხო შეხვედრაში ლიგა 2-ში შეინარჩუნონ ადგილი.
ლიგა-2-ში ადგილის შესანარჩუნებლად კი, დღევანდელი დღის ბოლო სათამაშო შეხვედრა გაიმართა სართიჭალაში, რომელიც „შტურმმა", მარტვილის „მერანს" უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა. სამეგრელოს წარმომადგენლებმა საპასუხო მატჩის წინ, რომელიც „მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე" გაიმართება, გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ მატჩისათვის კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე გაიტანეს. საკუთარი საჯარიმოდან, თორნიკე ჯიმშელეიშვილმა, მასპინძელთა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოახერხა. ალბათ, ამ შეხვედრამდე 2024 წლის საუკეთესო გოლი რომ არ გამოევლინათ, ეს გოლი, საუკეთესო თუ არა, აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო წლის გოლებს შორის.
ორშაბათი, 16 დეკემბერი
ეროვნული ლიგა - ეროვნული ლიგა 2
13:00 „გაგრა" - „სიონი", / „დავით პეტრიაშვილის სტადიონი", თბილისი
13:00 „რუსთავი" - „თელავი" / სფფ-ის ტექნიკური ცენტრი, რუსთავი
ეროვნული ლიგა 2 - ლიგა 3
13:00 „არაგვი" - „იბერია 1999-2" / სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი, სართიჭალა
13:00 „მერანი მარტვილი" - „შტურმი" / „მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი", მარტვილი





ჩვენ







