
ძლიერ უამინდობაში ათკაციანმა „გაგრამ" ელვა განმუხტა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. „პეტრო არენაზე", „გაგრასა" და ბოლნისის „სიონის" საპასუხო მატჩით, რომელშიც გაგრელებმა შეხვედრის მე-6 წუთიდან 10 ფეხბურთელის შემადგენლობით ითამაშა, ამასთან პირველი ტაიმის შემდეგ 0-1 აგებდა, ჯერ ანგარიში გათანაბრება მოახერხა და თამაში დამატებით დროში (ამ გუნდების პირველი შეხვედრა ბოლნისშიც ფრედ დასრულდა) გადაიყვანა, სადაც ასევე აგებდა, თუმცა, გაგრელებმა მაინც მოახერხეს კიდევ ერთხელ გათანაბრება. ამჯერად, „სიონის" საჯარიმოში დაკიდებული ბურთი, სტუმრებს საკუთრ კარში აეჭრათ. დამატებითი დროც ფრედ დასრულდა. პენალტების სერიაში კი, გამარჯვებული გაცუდებულმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა. „გაგრამ" 7-6 მოიგო. ბოლო დარტყმა ბოლნისელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა თორნიკე კაპანაძემ გააცუდა. თუმცა, აქ, უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ ბურთი მეკარემ, უკრაინელმა ვორობეიმ აიღო, რომელიც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა. ასეა თუ ისე, „გაგრამ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ეროვნულ ლიგაში შეინარჩუნა ადგილი „თელავმაც", რომელმაც საპასუხო შეხვედრაში რუსთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავთან" ფრედ, 1-1 ითამაშა, რაც კახური გუნდისთვის, რომელმაც ამ ფლეი-ოფის პირველი დაპირისპირება თელავში 2-1 მოიგო, ძლიერთა შორის დასარჩენად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ანგარიში, ამ დაპირისპირებაში რუსთაველებმა გახსნეს, 12-ე წუთზე გიორგი გაბედავას გადაცემის შემდეგ, გოლი რუსთაველთა ლეგიონერმა ნაკანომ გახსნა. შეხვედრის ძირითადი დროც, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, დამატებითი დროის 116-ე წუთზე ფირუზ გაბიტაშილის გადაცემის შემდეგ, თელაველებს ეროვნულ ლიგაში ადგილი ტატო ჟივიძის გოლმა შეუნარჩუნა.
დღეს გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის საპასუხო ფლეი-ოფებიც. სართიჭალაში, გივი ხაჩიძის მიერ 72-ე წუთზე „არაგვის" კარში გატანილი პენალტი, „იბერია 1999-2"-სთვის ეროვნული ლიგა 2-ის საგზურის ტოლფასი აღმოჩნდა. სხვათა შორის, „არაგვს" მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე ჰქონდა შანსი თამაში დამატებით დროში გადაეყვანა, თუმცა, რევაზ კურტანიძემ თენგიზ ბრეგვაძეს აუღო.
ფრედ, 1-1 დასრულდა მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „მერანისა" და „შტურმის" შეხვედრა. ალბათ, ქართული ფეხბურთის მოყვარულებს გახსოვთ, ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში, მეგრული გუნდის მიერ, შეხვედრის ბოლო წუთზე, საკუთარი საჯარიმოდან გატანილი გოლი. „მერანმა", შეიძლება ითქვას, თამაშის ბედი, ამჯერადაც ბოლო წუთზე, მხოლოდ ამჯერად დამატებით დროის მეორე ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანეს. ლიგა -2-ში ამოსასვლელი გოლი, მალიქშოხ რასულოვმა გაიტანა.
ამგვარად, დღევანდელი დღის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ყველა ლიგა საბოლოოდ დაკომპლექტდა, ქართულ სტადიონებზე კი თებერვლის ბოლომდე ოფიციალურად „არდადეგები" გამოცხადდა.
სტატიაში გამოყენებულია "გაგრასა" და "თელავის" ფოტოები





ჩვენ







