რეზი დავითაძე - ატაცში ოქრო, ორჭიდის ჯამში ვერცხლი

13.12.2024
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
მანამაში (ბაჰრეინი) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა რეზი დავითაძემ, რომელიც მისთვის ახალ - 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა.
ქართველმა ძალოსანმა, რომელიც ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, პირველად გავიდა ფიცარნაგზე, ატაცში 177 კილოგრამი დაიმორჩილა და პირველი ადგილი დაიკავა. დავითაძე სამეულს მიღმა დარჩა აკვრაში, სადაც 210 კილოგრამის დაძლევით მეექვსეზე აღმოჩნდა, მაგრამ ორჭიდის ჯამში დაგროვილი 387 კილოგრამით კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე მაინც ავიდა.
აღსანიშნავია, რომ რეზი დავითაძეს მანამაში ასპარეზობამდე მსოფლიო ჩემპიონატებზე სამი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული. მან, სამივე შემთხვევაში (2018, 2019, 2021) მედლები მოიპოვა 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში.





ჩვენ







