გენო პეტრიაშვილი წლის მოჭიდავეა
გენო პეტრიაშვილი წლის მოჭიდავეა
17.12.2024
ავტორი: TSFF.Ge

მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამ გენო პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა. ოლიმპიური თამაშების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ევროპის ორგზისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა წელი, რომელიც არც თუ წარმატებით დაიწყო, საბოლოოდ 68,200 სარეიტინგო ქულითა და UWW-ის აღიარებით დაასრულა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წელს პეტრიაშვილის მთავარი მიღწევა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალია  - 30 წლის ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 10-9 დაამარცხა, პარიზის ოლიმპიური ოქრო მოიპოვა და მესამე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გახდა, ვინც ოლიმპიური თამაშების მოგება მოახერხა.


2024 წელს გენო, ოლიმპიადის გარდა, ევროპის ვიცე-ჩემპიონიც გახდა. აქ,, ქართველმა ფინალში თურქ თაჰა აქგულთან დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედალი მოიპოვა. სხვათა შორის, თაჰა, რომელიც აქტიური სპორტიდან წავიდა, ხვალ თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აპირებს კენჭი იყაროს და დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს კიდეც.


გენოს ამ აღიარებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წლის საბოლოო რეიტინგები გამოაქვეყნა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით გაცნობთ. ამ ეტაპზე რეიტინგის სათავეში ოთხი ქართველია. ოთხივე - თავისუფალი სტილით მოჭიდავე: აკაკი ქემერტელიძე (70კგ), ავთანდილ კენჭაძე (79კგ), მირიან მაისურაძე (92კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ). თავისუფალ სტილით მოჭიდავეთაგან, ამავე წყაროზე დაყრდნობით  მოწინავე ათეულში მოხვდნენ გივი მაჭარაშვილს (97კგ), რომელიც რეიტინგში მეორეა და რობერტ დინგაშვილს (57კგ), რეიტინგში მე-9 პოზიციას იკავებს.


რაც შეეხება კლასიკებს - ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საუკეთესო „ათეულებში" სამი ქართველი მოხვდა - მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონი ლერი აბულაძე(63კგ) მე-9️ ადგილს იკავებს. მისი ძმა, ოთარ აბულაძე (72კგ)  კი, რომელმაც სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, რეიტინგში მესამეა. საუკეთესო შედეგი კლასიკოსთაგან გელა ბოლქვაძეს აქვს - 82კგ-ში წონით კატეგორიაში ის რეიტინგის მეორე ნომერია.


გეტყვით იმასაც, რომ რეიტინგები ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე, კონტინენტური პირველობებისა და საერთაშორისო სარეიტინგო სერიებზე მოპოვებული ქულებით დაჯამდა და შედგა.