საქართველო 2025 წელს ხელბურთელთა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
საქართველო 2025 წელს ხელბურთელთა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
15.12.2024
ავტორი: TSFF.Ge

საქართველო 19-წლამდე ასაკის  ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს  უმასპინძლებს. ხელბურთის ევროპის ფედერაციის ცნობით აღნიშნული პირველობა საქართველო 2025 წლის 12-20 ივლისს გაიმართება. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ეს იქნება პირველი რანგის ტურნირი აღნიშნულ კატეგორიაში.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 13 დეკემბერს გაიმართა.


დიდი ალბათობით, აღნიშნულ ტურნირზე თამაშის უფლება, მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე ექნება ქართველ ხელბურთელ გოგონათა 19-წლამდე ნაკრებს, თუმცა, ამ მომენტისთვის საქართველოს ხელბურთის ფედერაცია მეტ დეტალზე არ ლაპარაკობს.