
რამდენიმე დღიან შუალედში, სხვადასხვა რეგიონში ზვავს ორი სპორტსმენი ემსხვერპლა - 21 დეკემბერს თურქეთში, ერზრუმიდან 5 კმ-ში, პალანდოქენის სათხილამურო კურორტზე დილის ვარჯიშზე გასულ ჰოჯაელის ჯუდოკების გუნდი ზვავში მიჰყვა. 18 წლის ემრე იაზგინის და მისი თანაგუნდელების ზვავიდან ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს, თუმცა, ახალგაზრდა ჯუდოკა კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, შვეიცარიაში, აროზას სამთო კურორტზე ზვავს ემსხვერპლა 26 წლის სნოუბორდერი ქალი სოფიე ჰედაიგერი. სპორტსმენი რომელსაც დაბადების დღე 14 დეკემბერს ჰქონდა, მსოფლიო თასის ეტაპებზე პირველ წარმატებებს 2024 წელს მიაღწია, როდესაც 2025 წლის კვალიფიკაციაში მეორე ადგილზე გასვლა მოახერხა. სოფიე 2020 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებშიც მონაწილეობდა. რაც შეეხება კონკრეტულ რეგიონს, ადგილობრივი სინოპტიკოსებისა და სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ინტენსიური თოვლის გამო რეგიონში, ზვავსაშიშროება მომატებულია.
და ბოლოს, ის რაც უკვე ერთ წელია ქართულ ალპინისტურ სამყაროს ტკივა - დღე შესრულდა ზუსტად ერთი წელი, რაც მყინვარწვერთან, გამოცდილი ქართველი მთამსვლელი ვანო იმნაიშვილი დაიღუპა.
გიყვარდეს მთა, მაგრამ იარე ფრთხილად და გონებით...





ჩვენ







