საქართველომ ანდორაც დაამარცხა
საქართველომ ანდორაც დაამარცხა
13.10.2018
ავტორი:

დღეს, ''დინამო არენაზე'', საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მორიგი მატჩი ჩაატარა და ისტორიაში პირველად ანდორას დაუპირისპირდა. შეხვედრა, ანგარიშით 3-0 ქართველთა სასარგებლოდ დასრულდა. ამ შეხვედრაში დუბლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიფორმა. მატჩის მესამე გოლი კი  გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ურთულესი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ჯანო ანანიძე. შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა ლიტვასთან შეხვედრისას მიიღო.

დღევანდელ მატჩში გუნდს აკლდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ანდორასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშზე მსუბუქი ტრავმა მიიღო.

„კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. დაგვრჩა 3 მატჩი, რომლების მოგებასაც ვაპირებთ. ვცდილობთ, გოლი არ გავუშვათ. ძალებს მალე აღვიდგენთ და ლატვიაში 3 ქულის ასაღებად ჩავალთ", - ამბობს თამაშის შემდეგ ოთარ კაკაბაძემ.

 

ავტორი: ნინი ვაშაკიძე

სფფ-ს ფოტო