GFF Awards 2024 - წლის შემაჯამებელი ღონისძიება 27 დეკემბერს გაიმართება
GFF Awards 2024 - წლის შემაჯამებელი ღონისძიება 27 დეკემბერს გაიმართება
25.12.2024
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

27 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო პულმანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2024 გაიმართება.


GFF Awards 2024-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:


  • 2024 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი
  • 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
  • 2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
  • 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
  • 2024 წლის საუკეთესო მსაჯი
  • ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2024 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის


ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის იუთუბის არხზე შემოგთავაზებთ.


ხმის მიცემის პროცედურა იხილეთ ბმულზე: