მამარდა და ბაქრა წლის საუკეთესოები გახდნენ
მამარდა და ბაქრა წლის საუკეთესოები გახდნენ
27.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, სასტუმრო „პულმანში" GFF Awards 2024 გაიმართა. ტრადიციულ, საფეხბურთო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას არ ესწრებოდნენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ჯერ კიდევ, მიმდინარე წლის ქართული ფეხბურთის იმ მამოძრავებელი მუხტის შემოქმედნი, რომელიც ეროვნული ნაკრების, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ, დომინოს ეფექტით გადაედო სრულიად ქართულ სანაკრებო ფეხბურთს.

GFF Awards 2024-ზე კი, საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინეს:


2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი მამარდაშვილი

2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე

2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გოირგი ჩიმაკაძე

2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - საბა გოგლიჩიძე

2024 წლის საუკეთესო მსაჯი -  გიორგი ყრუაშვილი


ასევე ტრადიციულად გამოვლინდნენ, ის ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, რომლებსაც ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის ალექსანდრე ჩივაძის სახელობითი მედლები ორ ასაკობრივ კატეგორიაში, 17 და 19-წლამდე ფეხბურთელებს გადაეცემათ. აქ, ერთი საინტერესო გარემოება ორივე ასაკობრივ ნომინაციაში დასახელებული და საერთო ჯამში 6 ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილია.




17 წლამდე საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება - საბა ხარებაშვილი, ანდრია ბართიშვილი, მათე შათირიშვილი


19 წლამდე წლის სამეული ასე გამოიყურება - საბა სამუშია, ვახო სალია, ცოტნე ბერელიძე


ყველა ნომინირებულს, GFF Awards 2024-ის პარტნიორი კომპანიისგან საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯილდოები გადაეცათ. როგორც სფფ-ის ოფიციალური გვერდი იუწყება ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს, ფულადი ჯილდოს სახით 3, 5 და 10 ათასი ლარი ერგოთ. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი, ხოლო წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15-15 ათასი ლარი გადაეცა. 2024 წლის საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს კი ჯილდოდ 50-50 ათასი ლარი ერგოთ.


სხვათა შორის, დღეს კიდევ ერთი პიროვნება, ირის ანტმანი დააჯილდოვეს. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ქალთა ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის, მათ შორის, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში გასვლისთვის, სპეციალური პრიზით გადაეცა.