ჯუდოს აკადემიაში საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი ჩატარდა
ჯუდოს აკადემიაში საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი ჩატარდა
29.12.2024
ავტორი: TSFF.Ge

სამი დღის მანძილზე, 27, 28 და 29 დეკემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, ტრადიციული წლის შემაჯამებელი ტურნირი ჩატარდა. ჯუდოში,  საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატში 400-ზე მეტმა ჯუდოკამ მიიღო მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. წონითი კატეგორიების მიხედვით, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ:


-60 კგ

ჯაბა პაპინაშვილი („კასპი")

ნიკახუზაურაშვილი („იმედი ქედების")

ამირან დარბაისელი („საგარეჯო")

თორნიკე მაზიაშვილი („ძკ ახმეტა")


-66 კგ

თემურ ნოზაძე („ვიპ ძიუდო")

ლაშა ნადირაძე („ვიპ ძიუდო")

ლუკა საგანელიძე („ლილო")

ხვიჩა გაფრინდაშვილი („სამურაი")


-73 კგ

მიხეილ ბახბახაშვილი („თელავი")

ბაგრატ ნინიაშვილი („დმანისი")

გიორგი ლოლაძე („შევარდენი 2005")

გიორგი ჩიხელიძე („შევარდენი 2005")


-81 კგ

ზაურ დვალაშვილი („სამურაი")

კოტე კაპანაძე(„მარნეული")

ვლადიმირ ახალკაცი ("დურმიშხანი")

ირაკლი ბეროშვილი (ოლიმპიური ცენტრი)


-90 კგ

თამაზ კობერიძე („დურმიშხანი")

ნიკა ხარაზიშვილი („დურმიშხანი")

სოსო ებილაშვილი („მარტყოფი")

გიორგი ჯაბნიაშვილი („დუშეთი")


-100 კგ

ნიკოლოზ ზაალიშვილი („ჯორჯია")

იმედა გოგოლაძე („ლაგოდეხი")

ისლამ წინწალაშვილი („პანკისი")

გიორგი ხმალაძე („დურმიშხანი")


+100 კგ

საბა ინანეიშვილი („ბაგრატი 2015")

ირაკლი დემეტრაშვილი („კასპი")

გაბრიელ მუკბანიანი („წყალტუბო")

შოთიკო გოჩიაშვილი („დურმიშხანი")


აღსანიშნავია, რომ ძიუდოს აკადემიაში ტურნირმა სავსე ტრიბუნების ფონზე ჩაიარა, რაც საქართველოში აღნიშნული სპორტის პოპულარობაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, ისიც, რომ უკვე 2025 წლის იანვრიდან, ყველა შეჯიბრი IJF-ის მიერ ჯუდოს წესებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით ჩატარდება. მათ შორის IJF-ის წევრი ყველა ფედერაციის ტურნირი.