
ქარული კალათბურთისთვის მნიშვნელოვან წელს, რომლის დასაწყისშიც უნდა გადაწყდეს, ითამაშებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები მომავალ ევრობასკეტზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის, სანდრო მამუკელაშვილის გუნდის გამარჯვებით დაიწყო. მართალია, ამ დროს აშშ-ში ჯერ ისევ 2024 წელი ითვლიდა ბოლო წუთებს, მაგრამ ჩვენთან უკვე ახალი წლის ათვლა იყო დაწყებული.
„მამუს" „სან ანტონიომ" 2025 წელი გამარჯვებით დაიწყო. მამუკელაშვილის გუნდმა საშინაო შეხვედრაში „ლოს ანჯელეს კლიპერი" დამაჯერებლად 86-122 დაამარცხა. NBA-ის დასავლეთ კონფერენციის გუნდების ამ შეხვედრაში, ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე დაახლოებით 8 წუთი გაატარა და ამ დროში 4 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა აქტივში. ამ მომენტისთვის ქართველის გუნდი 17 გამარჯვებითა და 16 მარცხით, სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუკი, ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი, თებერვლის ფანრის დროს წარმატებით ასპარეზობას მოახერხებს და ევრობასკეტზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. 2025 წლის თებერვლის მატჩებში კი, საქართველო, თავდაპირველად თბილისში, 21 თებერვალს დანიას უმასპინძლებს, უკვე ამის შემდეგ კი, 24 თებერვალს სერბეთში, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდება.
ფოტო: © nba.com





ჩვენ







