მხოლოდ 23 წუთი და 8 ქულა - ბითაძის გუნდმა ახალი წელი მარცხით დაიწყო
მხოლოდ 23 წუთი და 8 ქულა - ბითაძის გუნდმა ახალი წელი მარცხით დაიწყო
02.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

ახალი წლის პირველი შეხვედრა, უკვე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო გოგა ბითაძემ. საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი წლების ლიდერმა ამჯერად პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რომლის მანძილზე, 8 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა", ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონის მორიგი და 2025 წლის პირველი შეხვედრა სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან" ჩაატარა და 105- 96 (მატჩის შესახებ) დამარცხდა. დასანანია, რომ ქართველის გუნდმა რეალურად შეხვედრა პირველ ტაიმში წააგო (31-21, 34-28), მეორე ტაიმის დარჩენილ ორ მეოთხედში კი საახალწლო სასწაული ვეღარ მოახერხა  (19-26, 21-21) და საბოლოოდ, 9 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.


„ორლანდო" ახლა 20 მოგებითა და 15 მარცხით NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც 4 იანვარს, სტუმრად „ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავს.