
გუშინ, სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძის ბუნდესლიგის გუნდში გადასვლის თაობაზე დღეს, როგორც გერმანული კლუბიდან, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდიდან დასტური მიჰყვა. ბუდუ ზივზივაძე გახდა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ტოპ ლიგაში შეეცდება ქართული კვალის დატოვებას.
„კარლსრუეში" ბუდუ ზივზივაძის პროგრეს გარკვეული პერიოდი ყურადღებით ვაკვირდებოდით. ის გასულ სეზონში ჩამოყალიბდა სრულყოფილ ტიპ მოთამაშედ და ამის დამტკიცება მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარშიც მოახერხა, როდესაც 17 თამაშში 12 გოლის გატანა მოახერხა. ბუდუ ახერხებს გამოავლინოს გოლის გამტანი ფეხბურთელის ყველა თვისება. ამიტომ გვჯერა, რომ ის მოახერხებს გამოადგეს ჩვენს გუნდს ბუნდესლიგაში დასარჩენ ბრძოლაში და მოხარული ვართ, რომ ჩვენ აგვირჩია", - ამბობს ჰოლგერ სანვალდი, „ჰაიდენჰაიმის" გენერალური დირექტორი.
სწორედ „ჰაიდენჰაიმია" ის გუნდი, რომელშიც 30 წლის ქართველი ფორვარდი 2025 წლიდან თამაშს გააგრძელებს. ზივზივაძის ახალი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ფეხბურთელმა საკმაოდ ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა და იგი, 2025 წლის 3 იანვრიდან „ჰაიდენჰაიმთან" 2029 წლამდე ითანამშრომლებს. ამავე გვერდის ინფორმაციით, დღესვე ბუდუ ესპანეთში გაემგზავრება და ალგორფაში, საწვრთნელ შეკრებაზე მყოფ გუნდს შეუერთდება.
„ამ კლუბის წარმომადგენლები ძალიან იყვნენ ჩემით დაინტერესებული. ალბათ, ეს არჩევანიც ამიტომ გავაკეთე და გადავწყვიტე გამომეყენებინა შანსი მეთამაშა ბუნდესლიგაში ამავე სეზონში. ახლა მინდა გავხდე FCH-ის სრულფასოვანი წევრი და ჩემი წვლილი შევიტანო სეზონის ბოლოს გუნდისთვის ადგილის შენარჩუნებაში. მოუთმენლად ველი როდის განახლდება სეზონი", - ამბობს ბუდუ, „ჰაიდენჰაიმის" საკლუბო ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ განცხადებაში.
პირველ შეხვედრას, ბუნდესლიგაში ქართველი 11 იანვარს, საკუთარ მოედანზე „უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის „ჰაიდენჰაიმი" სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე, ე.წ. გადათამაშების საფლეი-ოფო ზონაშია.
შეგახსენებთ, რომ ზივზივაძეს მეორე ბუნდესლიგაში ქართველს 57 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 25 გოლი გატანილი. ამ და ბუდუს სხვა კარიერული დეტალების გარდა, გერმანული კლუბის ვებ-გვერდი თავის ქომაგს მიანიშნებს, რომ ზივზივაძეს, 2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 34 მატჩი აქვს ჩატარებული, 8 გოლი გატანილი და წერს იმის შესახებაც, რომ ზივზივაძემ 2024 წელს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.
ფოტო: © FC Heidenheim 1846





ჩვენ







