შერმადინის 8 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება სარაგოსასთან
შერმადინის 8 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება სარაგოსასთან
04.01.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ სარაგოსას უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 106-97 აჯობა. სარაგოსა მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა და ბოლო მეოთხედსაც 4-ქულიანი უპირატესობით შეხვდა 75-71.


მასპინძლებმა გადამწყვეტ პერიოდში მეტოქეს 35:20 აჯობეს და სეზონში მეათე შეხვედრა მოიგეს. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მან 3-დან ერთი ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.


ტენერიფეს ბრუნო ფიტიპალდომ ულიდერა, ურუგვაელმა მატჩი 16 ქულით, 1 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა. სარაგოსას მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ბოსნიელმა ემირ სულეიმანოვიჩმა ჩააგდო (23 ქულა).


ტენერიფეს ამ მოგებით 20 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზეა. ესპანეთის ჩემპიონატს 22-22 ქულით ვალენსია და უნიკახა ლიდერობენ. შერმადინის გუნდი მე-15 ტურში ბილბაოს უმასპინძლებს.