
როგორ დაიწყო ახალი, 2025 წელი ქართველი ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც მარტიდან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ველით და მათი „ფორმაში" ყოფნა, ქართული ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის მნიშვნელოვანია. დავიწყოთ იმით, რომ წლის პირველი და ჩვენთვის ხმაურიანი ტრანსფერი ბუდუ ზივძივაძეს უკავშირდება. ჩვენმა გვერდმა ზივზივაძის გუნდის ცვლილებაზე დავწერეთ კიდეც (იხილეთ სტატია). დავწერეთ, რომ ამ ეტაპზე „ლიონის" შემადგენლობაში მომავალ თამაშებზე უწევს ფიქრი გიორგი მიქაუტაძესაც (იხილეთ სტატია), რომელსაც თურქული ფეხბურთის გრანდმა „გალათასარაიმ" დაადგა თვალი.
არაფერი დაგვიწერია გიორგი ქოჩორაშვილზე, რომლის სახელსაც, რატომღაც სულ უფრო უკავშირებენ კიდევ ერთ თურქულ კლუბს - „თრაბზონსფორს". ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რამდენად წააგდება „ქოჩორას" თურქული კლუბი, ერთი კი ფაქტია, რომ იმ წელს, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორჯერ უნდა დაუპირისპირდეს თურქეთის ნაკრებს, ქართველი ფეხბურთელებით თურქები, რომ უფრო მეტად დაინტერესდებოდნენ აშკარა იყო. მითუმეტეს, რომ თუკი, 2024 წლის ზაფხულს გავიხსენებთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, როგორ მოუწოდა, თბილისში, მიხეილ მესხზე, „ბაშაქშეჰირის" მთავარმა მწვრთნელმა, თავის კოლეგებს ქართველი ფეხბურთელებისთვის სტრანსფერო ფანჯრების დროს უფრო მეტი ყურადღება მიექციათ. ახლა კი, „მოწინააღმდეგე" თვალწინ გყავდეს, ამას რა სჯობს...
2025 წელი კი, „ჩაკვეს" „უოტფორდმა" გახსნა. ამასთან, ქართველმა საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში, თუმცა, ის თამაშიც ისევე წააგო მისმა გუნდმა, როგორც, დღევანდელი თამაში „შეფილდ იუნაიტედთან". საერთო ჯამში გიორგი ჩაკვეტაძემ კარგი შეხვედრა ჩაატარა, 67-ე წუთზე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, 1-2 დამარცხდა.
ფრედ, 1-1 ითამაშა საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ" გასვლითი შეხვედრა „ვენეციასთან". ქართველმა მინდორზე სრული მატჩი ჩაატარა და მინიმუმ ორჯერ, საკუთრ კარს აშკარა საგოლე მომენტი ჩაუშალა.
იტალიის სერია A-ში „კვარას" გარეშე ითამაშა გასვლითი შეხვედრა „ნაპოლიმაც", რომელმაც „ფიორენტინას" 0-3 მოუგო. ახლა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 44 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.
3-1 მოიგო „სენტ ეტიენმაც", რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში „რეიმსი" დაამარცხა 3-1. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ზურიკო დავითაშვილს. მისი გუნდი ამ მომენტი 16 ქულით, მე-14 ადგილზეა.
რადგან ლიგა 1-ზე ვლაპარაკობთ, აქვე ვთქვათ, რომ საკმაოდ რთული შეხვედრა და ისიც, ავტოგოლით მოიგო, გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა", რომელმაც საშინაო შეხვედრაში, 1-0 მსაჯის მიერ მატჩისთვის კომპენსირებული დროსი პირველ წუთზე მოახერხა მხოლოდ ანგარიშის გახსნა. ჟორჟმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მხოლოდ, 76-ე გამოჩნდა მოედანზე. „ლიონი" 28 ქულით, მე-5 დაგილზეა.
მარცხით დაიწყო წელი გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ". მიუხედავად იმისა, რომ „მამარდა" შეუდგა ვარჯიშს, ქართველი მეკარის გვარის გასწვრივ, მატჩის განაცხადში, ამ დღეს კვლავ მუხლის ტრავმა იყო მითითებული. შესაბამისად, გიორგის არ უთამაშია. „ვალენსია" კი მადრიდის „რეალთან" 1-2 დამარცხდა.
და ბოლოს, როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბუდუ ზივზივაძე ახალ გუნდს, გუშინვე შეუერთდა, დღეს კი, მასთან ერთდ პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.





ჩვენ







