
ახალი, 2025 წელი წარმატებით დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა. საქართველოს საუკეთესო ვაჟი ჩოგბურთელი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კორტს აქტიურად უბრუნდება და საერთაშორისო რეიტინგშიც სადაც საკმაოდ იყო დაქვეითებული კვლავ ცდილობს ძველს სიმაღლეებზე დაბრუნებას. Australian Open-ამდე ქართველმა მოახერხა 210 ადგილამდე „ამოსულიყო".
ახალი წელი კი, ბასილაშვილმა მელბურნიდან დღეს გამთენიისას, თბილისის დროით დილის 6-7 საათზე დაიწყო და Australian Open-ის კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის, ლეიტონ ჰიუიტის 16 წლის შვილს კრუზ ჰიუიტს დაუპირისპირდა. თავად კრუზი მსოფლიო რეიტინგში 1263-ე ადგილს იკავეს. შესაბამისად, თავიდანვე ნათელი იყო, რომ წყვილში ფავორიტი საუკეთესო 20-ულის ყოფილი მოთამაშე იქნებოდა. ქართველმა პირველი სეტი შედარებით იოლად, 1-6 მოიგო, თუმცა მომდევნოში, ოდნავ გარჯა დასჭირდა მომდევნო სეტში, რომელიც საბოლოოდ, კვლავ „ბასილას" გამარჯვებით, 4-6 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრას ქართველი რეიტინგის 197-ე ნომერს, ალიბე კაჩმაზოვს შეხვდება რომელმაც თავის მხრივ იაპონელი შინტარო მოჩუზუკი 6-3, 7(7)-6(1) დაამარცხა. ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე კაჩმაზოვსა და ნიკოლოზ ბასილაშილს შორის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა 8 იანვრის გამთენიისას, თბილისის დროით, 05:40 საათიდან დაიწყება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველს ძირითად ბადეში მოსახვედრად, ამ შეხვედრის და კიდევ ერთის მოგება სჭირდება.
აქვე გეტყვით, რომ ავსტრალიაში, ასპარეზობს კიდევ ერთ ქართველი, ქალთა ერთეულთა თანრიგში, მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც დღეს, ქალთა რეიტინგის 213 ჩოგანმა ქართველმა სპორტსმენმა ხორვატი ანტონია რუჟიჩი, რომელიც ქალთა რეიტინგში 154-ე ადგილზეა 3-6, 6-3, 6-3 დაამარცხა და ახლა, „ბასილას" მსგავსად მასაც .ორი შეხვედრა დარჩა მოსაგები ძირითად ბადეში მოსახვედრად. მარიამი, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 8 იანვრის გამთენიისას, თბილისის დროით, დილის 03:00 საათზე, მე-12 კორტზე ითამაშებს.





ჩვენ







