ბასილაშვილი აგრძელებს, ბოლქვაძე გამოეთიშა
ბასილაშვილი აგრძელებს, ბოლქვაძე გამოეთიშა
08.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

მელბურნში მიმდინარე 2025 წლის პირველ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. Australian Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკას კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება, რათა მთავარ ბადეში გადაინაცვლოს და საბოლოო წარმატებისთვის იბრძოლოს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში, ქართველი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ალიბეკ კაჩმაზოვს დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაანონსებულ დროსთან შედარებით თითქმის ორი საათით გვიან დაიწყო და მოწინააღმდეგის უპირატესობით წარიმართა. მსოფლიო რეიტინგის 197-ე ნომერმა, როგორც ჩანს ირწმუნა, რომ ის ქართველზე უპირატესი იყო და პირველი სამი სეტი მშრალად 0-3 მოიგო. რაც შეეხევა ბასილაშვილს, როგორც ჩანს, ქართველისთვის რეიტინგებში ზევით და ზევით ასვლა სულ უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს მის კარიერის დასაწყისში იყო.


კაჩმაზოვთან შეხვედრა კი, „ბასილამ" საკმაოდ მძიმედ ითამაშა. რუსეთის წარმომადგენელს, ჩვენებურმა საბოლოოდ, 1-4-დან „დაუქაჩა" და საბოლოოდ, 7-5 მოიგო. ნაკლებად დაძაბული არ იყო, არც მეორე სეტი, რომელშიც ბასილაშვილმა 6-4 მოიგო და Australian Open-ის ძირითად ბადეს, ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა.


მთავარ ბადეში გადასასვლელად, ნიკა 9 იანვარს, გამთენიისას, თბილისის დროით, 07:00 საათზე ითამაშებს. ყოველ შეთხვევაში ტურნირის ოფიციალურ განრიგში ასეა გაწერილი. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას, ქართველი 105-ე პოზიციაზე მყოფი იტალიელი ფრანჩესკო პასაროს წინააღმდეგ გამართავს.  თავის მხრივ, პასარომ, ესპანელ ხავიერ ბარანკო კოსანო ურთულეს დაპირისპირებაში  4-6, 6-3, 7(10)-6(8) დაამარცხა.


აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქართველმა ბოლოს,  დიდ სლემის ეგიდით გამართულ ტურნირებზე 2023 წლის მაისში ითამაშა.


სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა ქალთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე, მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც დღეს,  ორ სეტში 6-4, 6-2  წააგო ფრანგ სელენა იანიჩევიჩთან.