ძირითად ბადეში და რამდენიმე საფეხურით უკვე წინ!

09.01.2025
ავტორი: TSFF.Ge
ნიკოლოზ ბასილაშვილი Australian Open-ის კვალიფიკაციის ფინალურ მატჩში დღეს, თბილისის დროით დაახლოებით დილის 9 საათზე იტალიელი ფრანჩესკო პისარო ორ სეტში 3-6, 3-6 დაამარცხა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველს, რომელიც 2023 წლის მაისის შემდეგ ძირითად ბადეში არ უასპარეზია 2025 წლის პირველ ტურნირზე სარეიტინგო მდგომარეობაც გაიუმჯობესა. ნიკამ, ბევრით ჯერ ვერ, თუმცა, 210 ადგილიდან რომელსაც ბასილაშვილი Australian Open-ის კვალიფიკაციის დაწყებამდე იკავებდა, ცოცხალ რეიტინგში 206 ადგილამდე გადაინაცვლა.
ავსტრალიის ღიას ძირითადი ბადის წილისყრა პარასკევს გაიმართება.





ჩვენ







