Australian Open-ზე ბასილას მომდევნო მეტოქე ცნობილია
Australian Open-ზე ბასილას მომდევნო მეტოქე ცნობილია
09.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

მომდევნო შეხვედრას უკვე Australian Open-ის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილი 12 იანვარს ჩაატარებს. დღეს გამართული წილისყრის შედეგად ნიკა, ჩეხი იაკუბ მენშიკს დაუპირისპირდება. ქართველის მომავალი მეტოქე ამჟამად, რეიტინგის 49-ე ნომერია და კარიერაში მისი საუკეთესო შედეგი, 48 ადგილი იყო.

წარმატების შემთხვევაში, 1/32 ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ნორვეგიელ კასპერ რუუდსა და ესპანელ ხაიმე მუნარს შორის გამარჯვებულს იქნება.




შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა, მელბურნში  დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის სამი წრე გაიარა. აქვე შეგახსენებთ, რომ ცოცხალ რეიტინგში ნიკამ ავსტრალიაში მიმდინარე ტურნირზე მოახერხა რამდენიმე საფეხურით დაწინაურება, თუმცა, დღევანდელი წილისყრის წინ, ოფიციალურად ის კვლავ 210 ადგილზეა. ფაქტია, რომ ქართველს ძველი სიმაღლეების დასაბრუნებლად, საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგიური და ფიზიკური დახარჯვა მოუწევს.