IHF-ის თასის პრიშტინული თავგადასავალი ქართველებმა მოგებით დაიწყეს
IHF-ის თასის პრიშტინული თავგადასავალი ქართველებმა მოგებით დაიწყეს
14.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 18-წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა, ვაჟთა შორის, IHF-ის თასის ევროპის ზონის პირველი მატჩი აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მოიგო. საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის თანატოლებს 20 ბურთის სხვაობით, 44-24 მოიგო. 9 გატანილი გოლით კი, შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი ალექსანდრე შიოშვილი გახდა.


საერთო ჯამში ქართული გუნდიდან, რომელმაც პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა მატჩის ბედი, როდესაც, პირველი ნახევარი 25-14 მოიგო, გოლები ტაიტანეს: ალექსანდრე შიოშვილმა (9), გიორგი კაპანაძემ (7), ვახტანგ ხარებაშვილმა (5), ნიკოლოზ ბიჟაძემ (4), საბა ბუიღლიშვილმა (4), საბა ფუტკარაძე (3), გიორგი მაზანაშვილი (3), დავით ხელისუფალი (3), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), ნიკოლოზ მამულაშვილი (1).


ტურნირზე, რომელიც კოსოვოში მიმდინარეობს, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ინტერკონტინენტალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. იქ კი, ჩვენებს, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მიეცემათ.


ამ შანსების გამოსაყენებლად, საქართველოს 18-წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებს ხვალ, 15 იანვარს, ალბანეთთან და 16 იანვარს დიდ ბრიტანეთთან გამკლავება დასჭირდება. პრიშტინაში, თბილისის დროით ხვალინდელი თამაში 14:00, ხოლო 15 იანვარს დაგეგმილი მატჩი, 16:00 საათზე დაიწყება.


საქართველოს 18-წლამდე ნაკრები სამზადისი IHF-ის თასზე საასპარეზოდ პრიშტინაში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება: ირაკლი გურული (#1), გიორგი მაზანიშვილი (#2), ალექსანდრე ბოჟაძე (#7), ნიკოლოზ ბოჟაძე (#8), დავით ხელისუფალი (#10), ვახტანგ ხარებაშვილი (#11), ნიკოლოზ მამულაშვილი (#16), საბა ფუტკარაძე (#20), თორნიკე გაგუა (#22), ალექსანდრე შიოშვილი (#27), საბა ბუიღლიშვილი (#28), გიორგი კაპანაძე (#30), ნიკოლოზ ნარიმანიძე (#33), დავით გრიშიკაშვილი (#71)